გაიკეთეთ ეს ნიღაბი და თქვენი თმა სილამაზისგან იბზინებს! მოიპოვეთ სქელი და ძლიერი თმა

თმის ცვენა და გამელოტება - პრობლემა, რომლისგანაც თანამედროვე ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი იტანჯება. ეს უსიამოვნო მოვლენა უამრავი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული: ფიზიკური და ემოციონალური სტრესი, არახარისხიანი კვება, ჰორმონალური დისბალანსი, ალერგია, ცუდი ჰიგიენა და თმის მოსავლელი საშუალებების არასწორად შერჩევა.

ეს ნიღაბი, რომლის დამზადების რეცეპტსაც დღეს გაგიზიარებთ, სტიმულირებს ახალი თმის ზრდას იმ ადგილებში, სადაც ის გაგვცვივდა. გარდა ამისა, ეს ნიღაბი კვებავს და აჯანსაღებს თმას.

ინგრედიენტები:
  • 1 კვერცხი;
  • 1 მომწიფებული ბანანი;
  • 1 ს.კ თაფლი;
  • 1/2 ჭიქა (125 მლ) ლუდი;

მომზადება და გამოყენება:

1. მოზილეთ პატარა ჭურჭელში ბანანი და ჩაამატეთ მასში კვერცხი.
2. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. ჩაამატეთ ერთგვაროვან ნარევში თაფლი, ლუდი და კვლავ კარგად გადაურიეთ.
4. მიღებული მასა წაისვით თავის კანზე და გაიკეთეთ მასაჟი თითების ბალიშების დახმარებით 5 წუთის განმავლობაში.
5. დაიფარეთ საშხაპე ქუდი ან შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და მოითმინეთ 1 საათი.
6. დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.

ბანანი A, C და E ვიტამინების წყაროა. სწორედ ეს ვიტამინები აძლიერებს და აჯანსაღებს თმას.

კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, რაც აუცილებელია ჩვენი თმის სწორი ზრდისა და მისი ჯანმრთელობისთვის.

ლუდი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც აძლიერებს და სძენს მოცულობას ჩვენი თმის კუტიკულას.

თაფლი არაჩვეულებრივი დამატენიანებელი საშუალებაა, რომელიც არბილებს ჩვენს თმას. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ისეთ ვიტამინებს, რომლებიც ჩვენი თავის კანისთვის სასარგებლო და აუცილებელია. გარდა ამისა, რეგულარულად თაფლის გამოყენებით თქვენ შეძლებთ თმის გაღიავებას.