ხალხური მედიცინის რეცეპტები სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ

  1. ჰიპერტონული დაავადებების პირველი სტადიის დროს, როდესაც ადგილი აქვს საერთო ნევროზის გამოვლინებას იღებენ კატახალახას ნაყენს, ნახარშს ან ფხვნილს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კატაბალახას ნაყენის მისაღებად აიღეთ: 10 გრ (1-1,5 სუფრის კოვზი) ფესურები და ფესვები, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და ადუღეთ წყლის აბაზანში 15 წუთის განმავლობაში. გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში. გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-4 ჯერ ჭამის შემდეგ. ნაყენი კარგად მოქმედებს თავის ტკივილის დროსაც. ნახარშის მისაღებად აიღეთ: 10 გრ (1-1,5 სუფრის კოვზი) ფესურები და ფესვები, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დადგით დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ 2 სთ, გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-4 ჯერ დღეში.

  2. ქალის სასქესო ორგანოების, შარდის ბუშტის, თირკმელებისა და შარსადენი გზების დაავადებების დროს: აიღეთ კრაზანის ბალახი 10 გრ (1-1,5 სუფრის კოვზი) ფესურები და ფესვები, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და ადუღეთ წყლის აბაზანში 15 წუთის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ ¼ ჭიქა დღეში სამჯერ.

  3. ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ტუბერკულოზის, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების შემთხვევაში (გასტრიტის, წყლულოვანი დაავადების, კოლიტების) მრავალძარღვას ფოთლებისგან ამზადებენ ნახარშებს, ნაყენებს; 30 გრამ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა წყალი. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი, როგორც ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტების, ყივანახველის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის დროს: 10 გრ (2 სუფრის კოვზი) მშრალი, დაქუცმაცებული მრავალძარღვა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და ადუღეთ წყლის აბაზანში 30 წუთის განმავლობაში. გააცივეთ 10 წუთი ოთახის ტემპერატურაზე, გაწურეთ , დარჩენილი მასა გამოწურეთ და დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობამდე (200 მლ). მიიღეთ ½-1/3 ჭიქა 10-15 წუთით ადრე ჭამის წინ 3-4 ჯერ დღეში.

  4. ცხელი ნაყენის მისაღებად 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 10 წუთით, დალიეთ 1 საათის განმავლობაში ყლუპებით.

  5. ახალი ფოთლებისგან წვენის მისაღებად კარგად გარეცხილი ფოთლები წვრილად დაჭერით, დაჭყლიტეთ, გამოწურეთ, მიღებულ წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი (1:1), ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში, მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 2 ჯერ დილას უზმოზე, და საღამოს ჭამის წინ. შეინახეთ თავდახურული გრილ, ბნელ ადგილას.
    ხალხური მედიცინა სათავეს იღებს მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან გერმანელი მეცნიერების საექიმო ნაშრომებში. მისი საწყისი მე-18 საუკუნის ბოლომდე არ იყო გამოყოფილი და ის ეყრდნობოდა ჰიპოკრატეს და სხვა ექიმების დასკვნებს ორგანიზმში ე.წ. “წვენის” თავსებადობასთან დაკავშირებით. ხალხური მედიცინა ეს არის მედიცინის ქვე დარგი, რომელიც დაფუძნებულია ბუნებრივი ფაქტორებით მკურნალობაზე, მაგიაზე, ტრადიციულ საექიმო მედიცინაზე, პროფილაქტიკასა და ჰიგიენაზე.

    საქართველოში ხალხურ მედიცინას თავისი ისტორია აქვს. ის გამოიცა ისეთი ძველი საშუალებებიდან, როგორიცაა კარაბადინი, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაციაა მოცემული იმის შესახებ თუ როგორ უნდა უმკურნალოთ ადამიანს ქიმიური ჩარევების გარეშე. თავად სიტყვა მედიცინა, კოლხეთის მეფის, ასულის მედეას სახელს უკავშრდება, რომელიც ფლობდა სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებს და მიმართავდა ხალხურ მედიცინას. ლეგენდის მიხედვით, ზუსტად მასთანაა დაკავშირებული სიტყვა მედიცინის წარმოშობაც.



  6. ხალხურ მედიცინაში ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს, რადგან მას გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. ამისთვის 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ქერქი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და ადუღეთ წყლის აბაზანში 30 წუთის განმავლობაში. გააცივეთ 10 წუთი ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ. მიღებული ნახარში ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობამდე (200 მლ). დალიეთ ½ ჭიქა 2 ჯერ დღეში, ან 1-2 სუფრის კოვზი 3-4 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ეს ნახარში კარგად მოქმედებს ბავშვებზე გაცივების დროს, გამოიყენება ასევე როგორც სისხლისაღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ასევე გინეკოლოგიური დაავადების დროს სისხლის დენის შემთხვევაში, ბუასილის, კუჭ0ნაწლავის ტრაქტის, აგრეთვე როგორც ოფლმდენი საშუალება.

  7. დამამშვიდებელი მოქმედება აქვს აგრეთვე ძახველის ნაყოფსაც, მისგან ამზადებენ ჩაის: 1 სუფრის კოვზს დაასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს და სვამენ ½ ჭიქას 2 ჯერ დღეში. ასეთი სახის ჩაი სასარგებლოა ჰიპერტონული დაავადების დროს.

  8. ხალხურ მედიცინაში ძახველის ნაყოფს იყენებენ როგორც საფაღარათო, მადეზინფიცირებელ საშუალებას. ნაყოფის ნახარში თაფლთან ერთად კარგია ზედა სასუნთქი გზების ანთების, კუჭის აშლილობის დროს. ძახველის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტეროკოლიტების, გულის ან თირკმელების დაავადებით გამოწვეული შეშუპების, კანის წყლულოვანი და ჩირქოვანი დაავადების დროს. ნაყენის მოსამზადებლად: 2 სუფრის კოვზი ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაჭყლიტეთ, დაასხით თანდათანობით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-4 ჯერ დღეში.


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:ხალხური მედიცინა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა