6 ნატურალური პროდუქტი, რომელიც გვეხმარება ღვიძლის ბუნებრივი გზით გაწმენდაში.

ცხოვრების მჯდომარე სტილი, მავნე ჩვევები, არასწორი კვების რაციონი და სტრესი უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, რასაც მომავალში სერიოზულ პრობლემებამდე მივყავართ. ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნაზე.

გარდა ამისა, თითოეული ქიმიური პროცესი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს, ღვიძლის გავლით რეგულირდება, რის გამოც აუცილებელია ამ ორგანოს ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ნაღველი, რომელიც გამომუშავდე ღვიძლში, პასუხისმგებელია ცხიმების განადგურებაზე და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე.

ინტერნეტ სივრცეში თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი საშუალება, რომელიც ღვიძლის გასაწმენდად გამოიყენება, თუმცა ამ საშუალებებიდან მხოლოდ რამდენიმე გამოირჩევა ეფექტურობით. ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ორგანოს ჯანმრთელობისთვის აუცილებელია სწორი კვება. სწორედ ამიტომ, დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 6 პროდუქტს, რომელიც დაგეხმარებათ ღვიძლის გაწმენდაში და შეუწყობს მას ხელს გამართულად ფუნქციონირებაში.

ნიორი

ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ თითოეულ ჩვენგანს სმენია, თუმცა რამდენად იცოდით, რომ ნიორი არაჩვეულებრივი საშუალებაა ღვიძლის გასაწმენდად? სპეციფიკური სუნის მიუხედავად, ის გაჯერებულია ანტიოქსიდანტებითა და მინერალებით, რომლებიც დაგეხმარებათ ღვიძლის დეტოქსიკაციაში.

გარდა ყოველივე ზემოთ ხსეებულისა, ნიორი წარმოადგენს სელენისა და არგინინის უშრეტ წყაროს, რის შედეგადაც ეს პროდუქტი გვეხმარება სისხლძარღვების მთლიანად გაწმენდაში და ღვიძლში წნევის დარეგულირებაში. ნიორი ასევე გამდიდრებულია C და B6 ვიტამინებით, რომლებიც თავიდან გვარიდებს სისხლის უჯრედების დაზიანებას.

გრეიფრუტი

გრეიფრუტი გამდიდრებულია C ვიტამინითა და გლუტათიონით. ეს ორი ნივთიერება იცავს ჩვენს ღვიძლს სხვადასხვა სახის დაზიანებებისგან. გლუტათიონი, ჩვეულებისამებრ, გამომუშავდება ღვიძლში, კვებავს მას სასარგებლო ქიმიური ნივთიერებებით, ცილებით და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებისგან.

ბოსტნეული

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული - ჯანმრთელი ღვიძლის საწინდარი! ეს პროდუქტები გამდიდრებულია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც არეგულირებს ორგანიზმში მძიმე მეტალების რაოდენობას და წმენდს მას პესტიციდებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებებისგან.

ორგანიზმში ფერმენტების დონის გასაზრდელად და დეტოქსიკაციის ბუნებრივი მექანიზმის ჩასართავად გაამდიდრეთ თქვენი კვების რაციონი ბროკოლით, ყვავილოვანი კომბოსტოთი, ბრიუსელის კომბოსტოთი და სხვა ჯვაროსანთა კლასის ბოსტნეულით.

ავოკადო

ავოკადო ერთ-ერთი უძლიერესი ნაყოფია, რომელიც ღვიძლის გაწმენდაში გვეხმარება. ეს პროდუქტი მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით, გლუტათიონით, C და E ვიტამინებით. ავოკადო წმენდს ღვიძლს მთლიანად და ზიანს არ აყენებს უჯრედებს.

გარდა ამისა, ეს ეგზოტიკური ხილი გვეხმარება სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებაში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

კაკალი

თუ თქვენ გსურთ ღვიძლიდან ამიაკის გამოდევნა, მიირთვით დიდი რაოდენობით კაკალი. ეს პროდუქტი შეიცავს ამინომჟავებს, გლუტათიონს და ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც გამოდევნის ორგანიზმიდან თავისუფალ რადიკალებს.

კურკუმა

კურკუმის შემადგენელი მთავარი კომპონენტი კურკუმინია, რომელიც ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს. გარდა ამისა, კურკუმა ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების აღდგენა-რეგენერაციას, წმენდს ამ ორგანოს ალკოჰოლისგან და ტოქსინებისგან, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მისი გამართული ფუნქციონირებისთვის.

იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც და აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია!

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა