პოპულარული და გემრიელი ტორტი - ”მთვრალი ალუბალი”

თუკი დესერტებში ტკბილ-მჟავე არომატებს ანიჭებთ უპირატესობას, FPAPARAZZI-ი გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ ტორტი ამ რეცეპტით.
საჭირო მასალა:
ბისკვიტისთვის:
  • 5 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჩ.კ სოდა
  • 2 ს.კ კაკაო
  • 1 ჭიქა ფქვილი

კრემისთვის:
  • 0,5 ქილა შედედებული რძე
  • 200 გ კარაქი

მინანქრისთვის:
  • 1,5 ს.კ რძე
  • 3 ს.კ შაქარი
  • 1,5 ს.კ კაკაო
  • 2 სკ. კარაქი

მომზადება:
  • ალუბალს დაასხით წითელი ღვინო და გააჩერეთ 1 დღე- ღამის განმავლობაში.
    ბისკვიტი:
    1. 5 კვერცი და 1 ჭიქა შაქარი კარგად ათქვიფეთ.
    2. დაუმატეთ 0,5 ჩ.კ სოდა (ძმარში გახსნილი), 2 ს.კ კაკაო, 1 ჭიქა ფქვილი და გამოაცხვეთ ბისკვიტი.
    3. ცოტა შეაგრილეთ.
    4. შემდეგ მოაჭერით ზედა ნაწილი და ამოაცალეთ გული. უნდა დარჩეს მხოლოდ ცარიელი ფორმა.

    კრემი:
    1. 0,5 ქილა შედედებულ რძე და 200გ კარაქი კარგად ათქვიფეთ.
    2. ტორტის რბილობი, კრემი და ალუბალი აურიეთ ერთმანეთში და ისევ მოათავსეთ ტორტის ფორმაში.

    მინანქარი:
    1. 1,5 ს.კ რძე, 3 ს.კ შაქარი, 1,5 ს.კ კაკაო ჩავყაროთ პატარა ჯამში და დავდგათ ცეცხლზე.
    2. აუმატეთ 2 ს.კ კარაქი.
    3. ტორტს დააფარეთ თავზე ზედა ფენა.
    4. მოასხით მინანქარი და მორთეთ ალუბლებით.

    გემრიელად მიირთვით
  • ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

    გამოკითხვა

    ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

     

    რეკლამა