ფინანსების ჰოროსკოპი: რა ასაკში შეძლებთ გამდიდრებას

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ვარსკვლავების მიხედვით შესაძლებელია დადგენა, როდის შეძლებს ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშანი ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას. როდესაც ცნობილია მეტად შესაფერისი პერიოდი, უკეთ შეგიძლია ფინანსური გეგმები დაალაგო მიზნის მისაღწევად.

ვერძი
ვერძებისთვის ფულის გამომუშავების საუკეთესო პერიოდი გახლავთ 18-27 წელი. შემდეგ ფინანსურ სფეროში ვარდნა შეინიშნება, ეს პერიოდი უმჯობესია სხვა საქმეებს მოახმარონ. ქონების დაგროვების განახლებას 41-დან 51 წლამდე შეძლებენ.

კურო
კუროსთვის ფარგი ფინანსური პერიოდი გახლავთ 25-30 წელი და 38-45 წელი. ამ ცხოვრებისეულ ეტაპებზე კურო როგორც არასდროს აღსავსეა ძალებითა და ენერგიით და მზად არის კაპიტალის გამოსამუშავებლად.

ტყუპები
ასტროლოგები ტყუპებს 3 ნაყოფიერ პერიოდს უწინასწარმეტყველებენ: 15-23 წელი, 30-33 წელი და 48-55 წელი. ამ მონაკვეთებში ტყუპები ძალისხმევას არ იშურებენ და მზად არიან ფინანსური კეთილდღეობისთვის.

კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის კარგი ფინანსური პერიოდია 30-34 წელი. ამ დროისთვის კირჩხიბი საკმაო ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებს, რომელიც საშუალებას აძლევს წარმატებით გადაწყვიტოს ფინანსური საკითხები.

ლომი
ლომი ფინანსურად დამოუკიდებელი 21-28 წლისა ხდება. თუ ამ პერიოდს ხელიდან გაუშვებს, შემდეგ უკვე ცოტათი რთულია ფინანსურ სფეროში წარმატების მიღწევა.

ქალწული
ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ქალწულებს ფინანსურ საკითხებში 4-ჯერ მართებს ყურადღების გამახვილება: 18-21, 28-31, 38-41, 48-51 წლები. განსაკუთრებით საკეთილდღეოა მეორე პერიოდი.

სასწორი

სასწორებისთვის 25-30 წლის ასაკში გაცილებით იოლია ფინანსური საკითხის გადაწყვეტა. თუ ამ პერიოდში სერიოზულ საქმეებს არ მოაგვარებს (საცხოვრებელი, ავტომობილი), 30 წლის მერე ბევრად გაუძნელდება.

მორიელი
მორიელები როგორც წესი 25-30 წლის ასაკში მდიდრდებიან. მათთვის 10 წელი საკმარისია მსხვილი თანხის დასაგროვებლად. მაგრამ ვარსკვლავები აფრთხილებენ, რომ ეს პერიოდი საშიშია, რადგან დიდია შანსი, გამომუშავებული ქონება დაკარგონ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნები მინიმალური ძალისხმევით 22-26 და 29-33 წლის ასაკში წყვიტავენ ფინანსურ საკითხებს. განსაკუთრებით წარმატებულია მეორე პერიოდი.

თხის რქა
თხის რქა ფინანსურ წარმატებად საკმაოდ ნაადრევ ასაკში აღწევს: 16-19 წლისა. მაგრამ დიდია შანსი, ასაკის გამო ეს შანსი ხელიდან გაუშვას, ამიტომ ვარსკვლავები მეორე ცდას 27-33 წლის ასაკში უწინასწარმეტყველებენ.

მერწყული
მერწყული ფინანსურ დამოუკიდებლობას 26-30 წლისა აღწევს. თუ ამ შანსს ხელიდან გაუშვებს, მოგვიანებით უკვე ძნელი იქნება საკმარისი კაპიტალის დაგროვება დაშვებული შეცდომების გამო.

თევზები

თევზებს ორი კარგი ფინანსური პერიოდი აქვს: 18-25 წელი და 33-36 წელი. თუ პირველ შემთხვევაში იოლი ფულის იმედი შეიძლება ჰქონდეს (წარმტებული ქორწინება, მემკვიდრეობის მიღება), მეორე შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე უნდა იყოს.