ყოფილმა ნარკომანმა თავისი ფოტოები გამოაქვეყნა დამოკიდებულებამდე და მას შემდეგ. აი, მისი ისტორია

26 წლის ქალმა მთელ მსოფლიოს უჩვენა თავისი ფოტოები, რომლებიც ჰეროინის დამოკიდებულების და ამ საშინელი სენისგან გათავისუფლების შემდეგ არის გადაღებული. მან გადაწყვიტა, ხალხისთვის გაეზიარებინა თავისი მიღწევა, რადგან ამ ქალის ისტორია სხვებისთვისაც კარგი მაგალითის მომცემია.

”ასე გამოვიყურებოდი 2012 წელს, როცა დამაპატიმრეს” - ამბობს დეა.

ყოფილმა ნარკომანმა თავისი ფოტოები გამოაქვეყნა დამოკიდებულებამდე და მას შემდეგ. აი, მისი ისტორია

პირველად ნარკოტიკები 17 წლისამ გასინჯა მეგობრებთან ერთად. დეას მაშინ ვერც კი წარმოედგინა, რომ მალე ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცეოდა.

”პირველად აბი იმიტომ მივიღე, რომ მშობლებთან ჩხუბით გამოწვეულ სტრესს გავმკლავებოდი”.



მოზარდის ჩვეულებრივი პრობლემები სავალალო შედეგით დასრულდა. 20 წლის ასაკში, როდესაც მიხვდა, რომ რაიმე უნდა შეეცვალა ცხოვრებაში, დეამ კლინიკას მიმართა. მეგობრის დედის გარდაცვალების გამო 3 დღით მოუწია ვიზიტის გაცდენამ, რის გამოც კლინიკაში მეტად აღარ მიიღეს.



გოგონა ოჯახს სულ უფრო შორდებოდა, სწორედ მაშინ შესთავაზა ერთმა ნაცნობმა ჰეროინის გასინჯვა.

”პირველი გასინჯვის შემდეგ მაღებინა, მაგრამ მეორეჯერ უკვე მომეწონა. შემდეგ სუფ უფრო მივეძალე, რათა ტკივილი ჩამეხშო”, - იხსენებს დეა ჰოლი.
სიტუაცია გამწვავდა და გაჩნდა დამოკიდებულება. გოგონას გარს ეხვივნენ ადამიანები, რომლებიც მის ინტერესებს იზიარებდნენ.

”მონსტრი გავხდი, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. ვიცოდი, რომ ეს საშიშია, მაგრამ მაინც განვაგრძობდი ნარკოტიკების მოხმარებას. თავს ვინადგურებდი, წონაში საგრძნობლად დავიკელი, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ ლამაზად გამოვიყურები. როდესაც იმდროინდელ ფოტოებს ვუყურებ, გული მერევა”.

ჰეროინის მოხმარების შედეგები:
  • დაბალი ტემპერატურა
  • უმადობა
  • შენელებული სუნთქვა
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა
  • კუნთების სისუსტე
  • დაბალი იმუნიტეტი
  • მეხსიერების დაკარგვა
  • დეპრესია
  • დიდი დოზის მიღების შედეგად - სიკვდილი




გარდატეხის მომენტი 2012 წელს დადგა, როდესაც გოგონა ბაბუამისს შეხვდა დაბადების დღეზე. დეას უნდოდა ჩახუტებოდა და მიელოცა, მაგრამ ბაბუამ უთხრა, რომ შვილიშვილის შემხედვარეს გული სტკივა. ამ სიტყვებმა დეაზე ძლიერ იმოქმედა, სააბაზანოში შევიდა და დიდ ხანს ტიროდა. ხვდებოდა, რომ ბაბუა მართალი იყო, რომ ნამდვილ საშინელებად იქცა. რაიმეს შეცვლა სურდა, მაგრამ სწორედ იმ დღეს დააპატიმრეს ნარკოტიკების შენახვის გამო. 2 კვირის შემდეგ დეას ბაბუა გარდაიცვალა.

”ჩემმა უმცროსმა დამ მითხრა, რომ ბაბუა თავს ცუდად გრძნობდა. გამახსენდა მასთან ბოლო საუბარი, როდესაც სიტყვა მივეცი, რომ თავს დავანებებდი ნარკოტიკებს. დანაპირები უნდა შემესრულებინა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო”.



ციხეშიც კი შეიძლება ნარკოტიკების პოვნა, მაგრამ დეამ თავისი არჩევანი გააკეთა. 4 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა მის ცხოვრებაში. მაგალითად, მას შესანიშნავი გოგონა გაუჩნდა. დეა ოჯახის წევრებს შეურიგდა და წარსულზე დამოკიდებული აღარ არის.

”ვამაყობ იმით, რომ ჩემს ისტორიას შეუძლია ვინმეს ცხოვრება შეცვალოს. ნუ დანებდებით, თუ ამ დამოკიდებულებას ებრძვით!”

გოგონამ სამყაროს გაუზიარა თავისი ამბავი, რათა ნარკოტიკებზე დამოკიდებულმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული! გჯეროდეთ საკუთარი თავისა და ძალების!

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა