უნიკალური და ძალიან მარტივი საშუალება, გაცივების და ვირუსების სამკურნალოდ!

ჯანმრთელი ადამიანი ვარ, მაგრამ საკმარისი იყო , ნიავს დაებერა ან ამინდი მკვეთრად შეცვლილიყო , მაშინვე ყელში ფხაჭნის შეგრძნება მიჩნდებოდა, რაღაც ნადებს ვგრძნობდი და ხმა მეხლიჩებოდა. ყოველ გაცივებაზე ექიმის გამოწერილი წამლები რომ მეყლაპა, ნამდვილად მომეწამლებოდა ორგანიზმი. ამიტომ ვცდულობდი, მცენარეული საშუალებებით მეშველა თავისთვის. ერთმა ნაცნობმა მირჩია ქაცვის ზეთის გამოყენება. მკურნალობის პირველ დღეებშივე მივხვდი, რომ ქაცვის ზეთი ის იყო, რასაც ვეძებდი.

მომზადების და გამოყენების წესი:
მკურნალობა ორ ძირითად პროცედურას მოიცავდა:
  1. ყოველ საღამოს ვიკეთებდი ქაცვის ზეთის ინჰალაციას. მცირე რაოდენობით ქაცვის ზეთს ვასხამდი ერთ ჭიქა წყალში. შემდეგ ამ წყალს პატარა ჯამით ვდგამდი დაბალ ცეცხლზე და მიმყავდა ადუღებამდე. გადმოვდგამდი ცეცხლიდან და 15 წუთის განმავლობაში ვსუნთქავდი ქაცვისზეთიან ორთქლს.

  2. ყელში ვისვამდი ქაცვის ზეთს. ამისთვის დაგჭირდებათ სამედიცინო მომჭერი და ბამბის ტამპონი, რომელიც კარგად უნდა დაასველოთ ქაცვის ზეთში. პროცედურა ძალიან ფრთხილად უნდა ჩატარდეს, რომ ყელის ქსოვილები არ დაიზიანოთ.
    ამ მკურნალობამ მალე გამომაჯანმრთელა. ახლა იშვიათად ვხდები ავად.

ექიმის კომენტარი:
ქაცვი სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენება. სამკურნალო თვისებები აქვს მცენარის ნაყოფს, ფოთლებს და თესლს. ნაყოფი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და დიდი რაოდენობით C ვიტამინს. საგულისხმოა ის, რომ C ვიტამინი ნაყოფში კარგად ინახება მისი გადამუშავების შემდეგაც კი. გარდა ამისა, ქაცვის ნაყოფი შეიცავს ვაშლის მჟავას, კაროტინს, მიკროელემენტებს, რკინას და სხვა ნივთიერებებს. ავიტამინოზის სამკურნალოდ იყენებენ ქაცვის წვენს. ქაცვის ფოთლების საფენები კურნავს რევმატიზმს. განსაკუთრებით ღირებულია ქაცვის ზეთი, რომლის შემცველობა ნაყოფში 8 - 9 % - ია. ქაცვის ზეთს მეცნიერულად მედიცინაშიც იყენებენ დამწვრობების, წყლულების, ათეროსკლეროზის, გასტრიტების, დიაბეტის, ანემიის, ჰიპერტონიის სამკურნალოდ.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა