ტრადიციული ქართული ტკბილეული - ქადა

„ქადა ორი ხელით იჭმებაო“ - გაგიგიათ ალბათ ეს ქართული გამოთქმა. ეს ტრადიციული ქართული ნამცხვარი ისეთი გემრიელია, მართლაც ვერ მოწყდებით.

საჭირო მასალა:

  • ფქვილი 750 გ
  • კარაქი ან ერბო 250 გ
  • შაქარი 150 გ
  • მარილი


წასასმელად:

  • კვერცხის გული 1 ცალი
  • არაჟანი 1 ს/კ


მომზადების წესი:

  1. გაადნეთ კარაქი (ერბო). ჩაასხით ჯამში 1 ჭიქა თბილი წყალი, დაუმატეთ გაცრილი ფფქვილი იმდენი, რომ მოზილოთ მაგარი ცომი.
  2. დაუმატეთ გამდნარი კარაქის ნახევარი, მარილი დანის წვერით და ნახევარი შაქარი.
  3. მოზილეთ სწრაფი მოძრაობით ელასტიკური ცომი,გ აახვიეთ ჩაის ტილოში და მოათავსეთ თბილ ადგილას 1 საათით.
  4. სანამ ცომი ისვენებს, დადგით ცეცხლზე ტაფა, ჩაყარეთ დაახლოებით 1 ჭიქა ფქვილი, დაუმატეთ დარჩენილი კარაქი და დაბალ ცეცხლზე ხრაკეთ დაახლოებით 10 წუთ.
  5. ბოლოს დაუმატეთ შაქარი, მოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან - ეს ქადის გულსართია.
  6. გაყავით ცომი დაახლოებით 70-70 გრამიან ნაჭრებად, გააბრტყელეთ თითოეული და მოათავსეთ თითო კოვზი გულსართი. მოუკარით თავი.
  7. წაუსვით არაჟანში არეული კვერცხის გული და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.
  8. გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით!


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა