გაიუმჯობესეთ მხედველობა, აირიდეთ თავიდან გალუკომა და კატარაქტა. ეს რთული არ არის!

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირკავშირშია მის კვების რაციონთან, მაშინაც კი, როდესაც საუბარი ჩვენს თვალებზე მიდის. როდესაც ორგანიზმი განიცდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტს, ზიანდება თითოეული ორგანო.

დღევანდელ სტატიაში ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელიც დაგიცავთ კატარაქტისგან, გლაუკომისგან, გაგიუმჯობესებთ მხედველობას და თავიდან აგარიდებთ სხვა მრავალ პრობლემას.

1. ავოკადო - სასარგებლო საკვები ნივთიერებებით მდიდარ ამ პროდუქტს სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს თვალებზე. ის გვიცავს კატარაქტისგან და ყვითელი ლაქის დეგენერაციისგან. ავოკადო შეიცავს ლუტეინს. მოცემული პროდუქტი გამდიდრებულია A, B6, C და E ვიტამინებით.

2. სტაფილო - A ვიტამინით მდიდარი ეს ბოსტნეული არაჩვეულებრივია ჩვენი თვალებისთვის. თუ გსურთ ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ მახვილი მხედველობა და თავიდან აირიდოთ თვალის დაავადებები, აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი სტაფილოთი.

3. ბროკოლი - მოცემული პროდუქტი წარმოადგენს C ვიტამინის, კალციუმის და ლუტეინის საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. მხედველობის გასაუმჯობესებლად, კატარაქტისა და გლაუკომის თავიდან ასარიდებლად, გაამდიდრეთ კვების რაციონი ნედლი ბროკოლით.

4. კვერცხი - შეიცავს A, B12, D ვიტამინებს, თუთიას, ლეციტინსა და ლუტეინს. მიირთვით ყოველდღიურად მოხარშული კვერცხი და შეინარჩუნეთ თვალების ჯანმრთელობა მრავალი წლით!

5-6. ისპანახი და კომბოსტო - ორივე ბოსტნეული წარმოადგენს A ვიტამინის, ლუტეინისა და ზაექსანტინის დიდ ბუნებრივ წყაროს. ჩაამატეთ თქვენ კვების რაციონში ეს 2 ნედლი ბოსტნეული, რათა გაიუმჯობესოთ მხედველობა და თავიდან აირიდოთ თვალების დაავადებები.

7. პომიდორი - C ვიტამინისა და ლიკოპინის დიდი ბუნებრივი წყარო, რომელიც დაიცავს თქვენს თვალებს სერიოზული დაავადებებისგან.

8. მზესუმზირის თესლი - მოცემული პროდუქტი მდიდარია გოგირდით, რომელიც თავიდან გვარიდებს კატარაქტას.

9. ნიორი - გოგირდით, C ვიტამინითა და კვერცეტინით მდიდარი პროდუქტი. მიირთვით ყოველდღიურად 1 კბილი ნიორი, რათა თავიდან აირიდოთ მხედველობის გაუარესება და დაიცვათ თვალები სერიოზული დაავადებებისგან.

10. სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი - მოცემული პროდუქტები მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით, ფოლიუმის მჟავით, A, B6, B12 და D ვიტამინებით. მიირთვით თევზის მოცემული სამი სახეობიდან ერთ-ერთი მაინც კვირაში 2-ჯერ, რათა გაიუმჯობესოთ მხედველობა და თავიდან აირიდოთ თვალების დაავადებები.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის გამსოადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!