მცენარეეების ნაყენი, რომლებიც მარტივად გაგანთავისუფლებთ შემაწუხებელი ბრონქიტისგან.

ბრონქიტი - ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებაა. დაავადების გამომწვევს წარმოადგენს ბაქტერიები და ვირუსები. ბრონქიტი არსებობს მწვავე და ქრონიკული. ავადმყოფობენ უფრო ხშირად დასუსტებული ბავშვები.
მწვავე ბრონქიტს ხშირად წინ უძღვის სურდო, ხმის ჩახლეჩა, ყელში ჩახეხვის შეგრძნება, ტემპერატურის მომატება, საერთო მდგომარეობის გაუარესება, ტკივილი მკერდის ძვლის უკან. შემდეგ ჩნდება მშრალი, მკვეთრი, მტკივნეული ხველა, რომელიც რამოდენიმე დღის შემდეგ ხდება სველი და იწყება ნახველის გამოყოფა.

სამკურნალო რეცეპტები:
  • ცაცხვის ყვავილის ნაყენი იჩენს ანთებსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ და ოფლმდენ მოქმედებას. 3 ს/კ გამხმარ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დადგით 15 წთ მდუღარე წყლის აბაზანაზე, თან ურიეთ, გააცივეთ, გაწურეთ. ნაყენს სავსე ჭიქის მოცულობამდე დაუმატეთ ანადუღარი წყალი. მიიღეთ თბილი სახით თითო სუფრის კოვზი 3 -4 - ჯერ დღეში.

  • მიიღეთ სამკურნალო ტუხტის ნახარში ჭამამდე 30 წუთით ადრე: 2 ს/კ დაქუცმაცებულ ძირებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დაახურეთ სახურავი და ადუღეთ წყლის აბაზანაზე 15 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ. ასვით 1 -2 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში.

  • ვირისტერფას დაქუცმაცებული ფოთლების 1 ს/კ - ს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. ასვით თითო ს/კ 3 -4 - ჯერ დღეში.

  • ხველის დასარბილებლად და ნახევლის გამოყოფის გასაძლიერებლად მიიღეთ სამფერა იის ნახარში: 1 ს/კ დაქუცმაცებულ გამხმარ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დადგით წყლის აბაზანაზე 15 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ, შეავსეთ ჭიქა ბოლომდე გადადუღებული წყლით. მიიღეთ თითო ს/კ 4 - ჯერ დღეში.

  • ხველის დროს აიღეთ 200 გრამი ქიშმიში, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი, რის შემდეგაც სითხე გადაასხით, მოხარშული მარცვლები გახეხეთ საცერში და დაუმატეთ ნახარშს. მიიღება ტკბილი კომპოტი. სვით 1/2 3 - ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი