უგემრიელესი ორცხობილა გრილიაჟი: ატომატუილი ნამცხვარი ჩაიზე, მადისაღმძვრელია!

დროდადრო მიირთმევ არომატულ ჩაის და თითქოს ხელი თავისთავად გაგირბის რაღაც ტკბილისაკენ, შეგიმჩნევიათ ასეთი რამე თქვენი თავისათვის? გთავაზობთ მოამზადოთ ტკბილეული ჩაისათვის, უფრო უსაფრთხოა და ბევრად იაფი, ხრაშუნა ნემცხვარი "გრილიაჟი" იმდენად გემრიელია, რომ საოცრებაა!

კაკალი შეგიძლიათ შეცვალოთ ნუშით, თხილით ან მიწის თხილით, იმისათვის , რომ გულსართი უფრო არომატული გამოვიდეს შეგიძლიათ ეს ინგრედიენტები მოხალოთ, ცომში თუ დაუმატებთ ლიმონს ან ცედრას გემოს უფრო მომგებიანს გახდის

ინგრედიენტები
  • ფქვილი - 240 გრ.
  • შაქარი - 140 გრ
  • წყალი - 1 სადილის კოვზი
  • კაკალი - 150გრ
  • ნაღები - 40გრ
  • კარაქი - 240 გრ
  • კვრცხი - 1 ც.
  • მზესუმზირის მარცვლები - 100გრ
  • თაფლი - 50გრ


მომზადების წესი
  1. გაცრილ ფქვილს დააყარეთ შაქარი, 200გრ კუბიკებად დაჭრილი კარაქი. დაასხით ცივი წყალი, დაუმატეთ კვერცხი და მოზილეთ ცომი, გააკეთეთ გუნდა, გაახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 1 საათით.
  2. გაშალეთ ცომი 5 მმ-მდე სისქეზე, დაჭერით ჭიქით მრგვალი ფორმები, დაალაგეთ საცხობ ტაფაზე, გამოაცხეთ 10 წუთი 200გრადუსზე
  3. ჯამში აურიეთ თაფლი, შაქარი, მორჩენილი კარაქი, ნაღები. ნარევი ადუღეთ 3-4 წუთი, დაამატეთ ამ მასას მზესუმზირას თესლი და დაქუცმაცებული ნიგოზი, აურიეთ.
  4. გადმოიღეთ ნამცხვრები, ზედ დაალაგეთ თითო კოვზი გულსართი, და შედგით კიდევ
    7 წუთით


ამ ნამცხვრით შეგიძლიათ კოლეგებს გაუმასპინძლდეთ და თქვენც ჩაიტკბარუნოთ პირი შესვენებაზე, გემრიელად მიირთვით.!

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა