რატომ ხმება დრაცენას ფოთლები?

დრაცენა - ოთახის მცენარეების მოყვარულებს შორის პოპულარული მცენარეა, რომელიც ძალიან ჰგავს პატარა პალმის ხეს. ეს ეგზოტიკური კულტურა ნებისმიერ ინტერიერს უხდება და მისი მთავარი ნაწილი ხდება. მცენარე სერიოზული დაავადებების მიმართ მდგრადია, მაგრამ მოვლის წესების დარღვევის და არასათანადო ნიადაგის გამო მისი შემადგენლობა ირღვევა. ერთ-ერთი ასეთი უარყოფითი შედეგია დრაცენას ფოთლების გახმობა. ამის მიზეზი კი რამდენიმე შეიძლება იყოს. 

არასაკმარისი ჰაერის ტენიანობა

ოთახში მშრალი ჰაერი ფოთლების გამოშრობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ბუნებრივ პირობებში მცენარე თავს კარგად გრძნობს თბილ ტენიან კლიმატში, ოთახის პირობებში კი ასეთი პირობების შექმნას ხელი უნდა შეუწყოთ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როცა გათბობას ჩართავთ. გამათბობლები სწრაფად აშრობენ ჰაერს, ამიტომ რეკომენდებულია მცენარე დილა-საღამოს ყოველდღიურად დანამეთ. კარგი იქნება თუ მცენარესთან ახლოს წყლით სავსე ჭურჭელს დადგამთ, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰაერის ნებისმიერი დამატენიანებელი.

დრაცენას შეძენის შემდეგ მისთვის შესაფერისი ადგილის არჩევაზეც უნდა იზრუნოთ. საუკეთესო ადგილი მათ გასაზრდელად - სათბური ან ფლორარიუმია 60-70% ტენიანობით. ოთახისთვის უმჯობესია ისეთი მცენარე შეარჩიოთ რომელიც ჰაერის ტენიანობაზე ასეთი დამოკიდებული არაა.

არასწორი მორწყვა




ნაკლები, ჭარბი ან არარეგულარული მორწყვა მცენარეზე უარყოფით გავლენას ახდენს. ნაკლები ტენიანობა ან ნიადაგის გამოშრობა ფოთოლზე გავლენას ახდენს - იწყებს გამოშრობა და დროთა განმავლობაში საერთოდ იღუპება. ხშირი მორწყვით კი ნიადაგი იჟღინთება და ფესვები შეიძლება დალპეს, ან ნიადაგს სხვადასხვა სოკოვანი ინფექცია გაუჩნდეს. რეკომენდებულია დრაცენა ნიადაგის 5-10მმ გამოშრობის შემდეგ მორწყათ. გადარგვის დროს ქოთნის ძირში კარგი სადრენაჟო სისტემა უნდა მოათავსოთ. მოსარწყავად რბილი სუფთა და თბილი(20-22 გრადუსი) წყალი გამოიყენეთ.

არასწორად შერჩეული ნიადაგი




არასწორად შერჩეული ნიადაგიც დრაცენაზე უარყოფითად მოქმედებს. ღარიბი ან მარილიანი ნიადაგი მცენარის გამოსაკვებად სასურველ პირობებს ვერ ქმნის. ამის გამო მცენარის ფოთოლზე მუქი ლაქები ჩნდება, შემდეგ ფოთოლი ხმება და ცვივა. ამგვარ სიტუაციაში დამატებით განაყოფიერებას შედეგი არ მოაქვს. 
პირველ რიგში, სასწრაფოდ შეცვალეთ ნიადაგი. ახალი ნოყიერი ნიადაგი ფესვების სისტემას აღადგენს და დრაცენას დეკორატიულ მხარეს დაუბრუნებს. ნიადაგის შემადგენლობა: მდინარის სუფთა ქვიშა, ტორფი, ნეშომპალა, ფოთლოვანი და ხის მიწა თანაბარი ნაწილით. მკვებავი სასუქები დარგვიდან 3 თვის შემდეგ მიაწოდეთ.
 
არასწორი ტემპერატურის რეჟიმი

ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურაა - 18-25 გრადუსი. მაღალი ტემპერატურის პირობებში მცენარეს სუფთა ჰაერზე ხშირი განიავება დასჭირდება, მაგრამ ტემპერატურის უეცარი ცვლილებისა და ორპირი ქარის გარეშე. დაბალი ტემპერატურის პირობებში ფოთლები იყინება, შემდეგ კი ხმება. 

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა