მომავლის სამზარეულოს მაღალტექნოლოგიური სტილი: 5 მთავარი კანონი ფუტურისტული სტილის შესაქმნელად

ფუტურისტული ესთეტიკა, გეომეტრიული ელეგანტურობა, მინის და ლითონის დომინირება - ეს მაღალტექნოლოგიური სტილის საუკეთესო გამომხატველია. წარმოგიდგენთ 5 მთავარ წესს სამზარეულოში ფუტურისტული სტილის შესაქმნელად. 

  1. წესრიგი და სისუფთავე
    მაღალტექნოლოგიური სტილი იდეალურია მათთვის, ვინც ქალაქის დინამიური ტემპით ცხოვრობს. კარგი საყოფაცხოვრებო ტექნიკა მცირე ავეჯის კომბინაციით დროის ეკონომიას გაგიკეთებთ, როცა თქვენ ძირითად ყოველდღიურ დავალებას ასრულებთ. 

    იდეალური წესრიგი და კრისტალური სისუფთავე - სტილის მთავარი ელემენტებია. ადვილია მათი შენარჩუნება? სიტყვები არ მყოფნის! ჰაი-ტექ არის დამონტაჟებული ტექნიკა ბზარების გარეშე, რომელთაც გაწმენდაც მოუხერხებელია. 



  2. მინიმალური დეკორი - მაქსიმალურად ფუნქციური

    ჰაი-ტექ ინტერიერში ვხვდებით მკაფიო ხაზებსა და მარტივ გეომეტრიულ ფორმებს. ზედაპირი არის მონოქრომული, ან სუსტად გამოხატული ტექსტურით. კომბინაციაში მინიმალური დეკორია, რაც სამზარეულოს მკაცრ და დახვეწილ იერს ანიჭებს.

    სივრცის თითოეული კვ.სმ შექმნილია იმისთვის, რომ სამზარეულო პროცესი კომფორტული იყოს. საყოფაცხოვრებო ტექნიკა ამ ფილოსოფიას უნდა შეესაბამებოდეს, უნდა იყოს კომპაქტური და მრავალფუნქციური. 

    თუმცა, ინტერიერში შეგიძლიათ დაამატოთ, მაგ., ლანდშაფტის სურათი ან ულამაზესი პატარა ქანდაკება. 



  3. დაბალანსებული ფერები
    მომავლის სამზარეულოს მაღალტექნოლოგიური სტილი: 5 მთავარი კანონი ფუტურისტული სტილის შესაქმნელად
    ჰაი-ტექ სტილში მეტალისფერი ფერები ჭარბობს, მაგ., პლატინის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ასევე თეთრი და შავი. თუმცა არავის აუკრძალავს გამოიყენოთ ნებისმიერი პასტელური ფერი ან რომელიმე ნათელი ფერი. მთავარია, არ გადააჭარბოთ. 

    ფარდები - გამოიყენეთ რბილი ბლაინდები ან როლიკებით ბლაინდები. ან საერთოდ უარი თქვით მათზე და ღამის პეიზაჟით ისიამოვნეთ. 


  4. პრაქტიკული დეკორაცია
    ჰაი-ტექ სტილის სამზარეულოში პრაქტიკულობა სუფევს: ადგილი მხოლოდ სამუშაოდ და დასალაგებლად. კედლები - პოლიმერული მასალისგან დამზადებული პანელები, ლითონის მოზაიკის ფილები მინასთან, ან დეკორატიულ აგურთან კომბინაციაში. 

    ჭერი პლასტიკატის, გიფსოკარდონით შეგიძლიათ დაასრულოთ. მაღალი ჭერი ეფექტურად გამოიყურება მრავალდონიან გეომეტრიულ დიზაინში, პატარა ჭერისთვის კი პრიალა თეთრი უფრო გამოგადგებათ. 


  5. მომავლის ტექნიკა

    თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით კულინარიული პროცესების ავტომატიზირებას შეძლებთ. ყველა ელემენტი ჰარმონიული ინტერიერის ნაწილი რომ გახდეს, სასურველია ერთი ბრენდის ტექნიკა შეარჩიოთ. 


მაღალტექნოლოგიური სტილის სამზარეულო და სამზარეულოს მომავლის ტექნიკა - იდეალური კომბინაციაა მათთვის, ვისაც სურს დროს გაუსწროს!

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა