ობისა და სოკოს არსებობა აღარ შეგაწუხებთ, ამ 3 ინგრედიენტი ნაზავი მარჯვედ გაუმკლავდება პრობლემას.

აბაზანა - ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ვისუფთავებთ სხეულს და მასთან ერთად ფიქრებსაც. შესაბამისად მისი სისუფთავეც უპირველესია, რაზეც უნდა ფიქრობდეს თავმოყვარე ადამიანი. დროთა განმავლობაში, აბაზანის ცალკეულ ადგილებში, განსაკუთრებით ფილებს შორის, ჩნდება საზარელი ობი.



მაღაზიების თაროებზე შეიძლება წავაწყდეთ უამრავ სარეცხ საშუალებას, თუმცა უმეტესობა მათგანი ვნებს კანს და აქვს საშინელი სუნი, რომელიც თვალებს წვავს. ამიტომ ჩვენ გიზიარებთ შინაური საშუალების რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ აბაზანის ობის, ჭუჭყისა და ბაქტერიებისგან გასუფთავებაში და ამასთან არ ავნებს თქვენ ჯანმრთელობას.

ობისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

ინგრედიენტები

  • 2 ს/კ ჩაის ხის ეთერზეთი.
  • 2 ფინჯანი წყალი
  • 1 ჩ/კ სპირტი


მომზადებისა და მოხმარების წესი

ჩაასხით პულვერიზატორში ყველა ინგრედიენტი და კარგად შეანჯღრიეთ. მიასხურეთ პრობლემურ ადგილებს და დატოვეთ 10 წუთი. შემდგომ ჩამორეცხეთ ჩვეულებრივად.



ჩაის ხის ზეთს აქვს ძლიერი მადეზინფიცირებელი მოქმედება. სპირტი ეხმარება მას გახსნაში და ამათან სპობს ბაქტერიებსაც. ეს საშუალება ტოვებს სუსტ სუნს, რომელიც ადვილად ნიავდება.

ასევე ობის საწინააღმდეგო საშუალებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმარი, თუმცა მისი სუნი დიდხანს რჩება ჰაერში.



თქვენ დარჩებით გაოცებული, როდესაც ნახავთ როგორ მარჯვედ უმკლავდება ეს საშუალება ობს. არ დაგავიწყდეთ, გაუზიაროთ მეგობრებსაც!

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა