დიკულის სახელგანთქმული ტანვარჯიში! "აი რა მამოძრავებს: ბეჯითად ვასრულებ კომპლექს..."



თიაქარმა შეიძლება თავი შეგახსენოთ კვირეების მანძილზე. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების ემსახურება ვალენტინ დიკულის არასტანდარტული მკურნალობის მეთოდი.

ვარჯიშები წელის თიაქარის დროს

ვალენტინ დიკულმა საკუთარ ტყავზე იგრძნო ხერხემლის ტრამვა, რომლის შემდეგ ექიმები უკვე აღარ იძლევიან სიარულის აღდგენის იმედს. ეს არის განკურნების წარმოუდგენელი ისტორია, როდესაც 13 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნისა და საშინელი ტრამვის (პარალიზება 5 წლის განმავლობაში) შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა ცირკს.



ის ამბობს: "ექიმებმა მითხრეს მე, რომ მთელ დარჩენილ ცხოვრებას მე გავატარებ ინვალიდის ეტლში. მაგრამ მე გადავწყიტე ბრძოლა". და ის ბრძოლობდა და შესძლო საკუთარი თავის ფეხზე დაყენება. მან შეიმუშავა ხერხემლის აღდგენის მრავალფეროვანი მეთოდიკები. მკურნალობის მისი მეთოდი მიმართულია ტკივილის მოხსნაზე და ხერხემლის ფუნქციონალობის დაბრუნებაზე.



დიკული ხერხემლის თიაქარის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევს ვარჯიშებს. მათი ძირითადი ამოცანაა კუნთების ოპტიმალურ მდგომარეობაში დაბრუნება. უნდა მოდუნდნენ დაჭიმული კუნთები, ხოლო სუსტ კუნთებს უნდა დაუბრუნდეს ტონუსი. ეს სახელგანთქმული ტანვარჯიში მოიცავს სულ რაღაც 6 სავარჯიშოს, თუმცა ეფექტიანობით მათ არა ჰყავთ ბადალი.

ვალენტინ დიკულის სამკურნალო ტანვარჯიში:

1. სავარჯიშო 1

დადექით ოთხზე, ხელები ფართოდ გაწიეთ, ზურგი გაასწორეთ, წინ გაიხედეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოსუნთქვისას თეძოები დაუშვით ქუსლებზე, ზურგი მოადუნეთ, ხოლო თავი დახარეთ გაწვდილი ხელებისკენ. ჩასუნთქვისას გადაგორდით წინ ხელებით, თან ისე ჩაიზნიქეთ, რომ თავი ზემოთ მიისწრაფოდეს. ასეთ მდგომარეობაში დაყოვნდით და ისევ დაჯექით ქუსლებზე. გააკეთეთ 10-12 გამეორება.


2. სავარჯიშო 2

საწყისი მდგომარეობა იგივეა, რაც წინა სავარჯიშოში, მუხლები ერთად არიან მიბჯენილი. ასწიეთ ერთმანეთზე მიდებული ტერფები და გააკეთეთ მოქნევები აქეთ-იქით, ამასთან დაეყრდენით მუხლებს. ამგვარი წესით ხერხემალი მოძრაობს წელის არეში, ხოლო მკლავები და მკერდი უძრავად არიან. გააკეთეთ 10-12 გამეორება აქეთ-იქით.


3. სავარჯიშო 3

ისევ იგივე საწყისი პოზა. ზურგი გეჭიროთ სწორად, ხოლო ნიკაპი იატაკის პარალელურად. ამ სავარჯიშოში აუცილებელი მენჯის რიგრიგობით დაწევა (რაც შეიძლება დაბლა) აქეთ-იქით, ქანქარას მსგავსად, ტკივილშეგრძნებების გაჩენამდე. საწყის მდგომარეობაში არ შეყოვნდეთ, იქანავეთ აქეთ-იქით, ოღონდ მდოვრედ და მკვეთრი მოძრაობების გარეშე. აქაც გააკეთეთ 10-12 გამეორება აქეთ-იქით.


4. სავარჯიშო 4

ყველასთვის ცნობილი ვარჯიში "კატა". ისეთივე საწყისი მდგომარეობა. ჩასუნთქვისას ზურგი ძლიერ ჩაზნიქეთ წელის არეში, ხოლო თავი ჭერისკენ ასწიეთ. ამოსუნთქვისას თავი დახარეთ ხელებს შუა, ხოლო ზურგი სარტყელივით გაჭიმეთ. ასევე მდოვრედ, ასევე 10-12 ჯერ.


5. სავარჯიშო 5

ზერგზე დაწექით, ფეხები მოკეცეთ მუხლებში. ხელები სხეულის გასწვრივ. ნელა დაწიეთ მუხლები იატაკისკენ ხან მარცხვნივ, ხან მარჯვნივ. ამ სავარჯიშოში ჩართულია მხოლოდ წელის არე, ბეჭები არ სცილდებიან იატაკს. სუნტქვა ღრმა უნდა იყოს, მოძრაობები მდოვრე. გააკეთეთ 10-12 გამეორება.


6. სავარჯიშო 6

საწყისი მდგომარეობა იგივეა, მუხლები მოხრილია, ხელები კორპუსის გაყოლებაზე, ხოლო ხელისგულები ქვემოთ. მარცხენა ქუსლი დაადეთ მარჯვენა მუხლს. ამოსუნთქვისას ასწიეთ მარჯვენა ფეხი თავისკენ. ნელა ამოისუნთქეთ და დადეთ ფეხი იატაკზე ჩასუნთქვისას. გააკეთეთ 10 გამეორება თითოეულ ფეხზე.


ახლა კი გაეცანით უფრო დეტალურ ვიდეოინფორმაციას დიკულის მეთოდით თიაქარის საწინააღმდეგო ზურგის ვარჯიშების შესახებ:



არაფერი რთული ამ სავარჯიშოებში არ არის, ისინი მარტივი არიან და არ მოითხოვენ განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას. ეს მეთოდი ემყარება ოთხ პოსტულატს, რომლის დარღვევა არ შეიძლება:

1. შეასრულეთ სავარჯიშოები ყოველ დღე
2. შეასრულეთ სავარჯიშოები არა ნაკლებ 60 წუთის განმავლობაში
3. დაიცავით ტანვარჯიშის ჰიგიენა
4 ურყევად გწამდეთ წარმატების


თავს და საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით!


მეგობრებსაც გაუზიარეთ ეს ინფორმაცია!


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა