მიმავალი წლის 7 მთავარი ფოტოშოპ-ჩავარდნა, რითაც თავი ისახელეს სახელგანთქმულმა პირებმა

წელი #2017 ლოგიკურ დასასრულამდე მიდის. ამ თორმეტი თვის განმავლობაში ჩვენს მიერ აღქმულ ამბებს შორის შეგვიძლია ესეც დავუმატოთ: არავინ არ არის იდეალური, მათ შორის პეწიანი სახელგანთქმული პირები. გვინახია მათი არა ნაკლებ პეწიანი ფოტოსურათები/რეტუშორები. უბრალოდ თავში არ ჯდება, რანაირად შეიძლებოდა ასეთი ფოტოშოპ-ჩავარდნების დაშვება. FPAPARAZZI-ს რედაქცია წარმოგიდგენთ მიმდინარე წლის 7 ყველაზე დასამახსოვრებელ ფოტოშოპ-ჩავარდნას.



მაშ ასე, მიმავალ წელს ფოტოშოპის საპატიო სიაში აღმოჩნდნენ:
  1. სელენა გომესი და მისი "გაზნექილი" კედლები


    ონლაინ-დეტექტივებმა ზუსტად ვერ დაადგინეს, მომღერალს თავის გარეგნობაში რისი ჩასწორება სურდა (როგორც ჩანს, კისრის "წამოწევა"), მაგრამ ოთახის რელიეფზე ეს ზუსტად აისახა. მაგიაა, სხვა არაფერი.



  2. კაილი ჯენერი და მისი დიდებული...ჯინსები


    კაილი - ფოტოშოპისა და თემაზე "არა-არა, არავითარი პლასტიკა, მე უბრალოდ გავიზარდე!" მომიზეზებების აღიარებული ოსტატი. მაგრამ Instagram-ში მასზე მონადირე მახვილ თვალებს არაფერი არ გამოეპარებათ. მათ შორისაა ფოტოზე ჯინსების გაჭიმვის აშკარა მცდელობა, რათა წელი წარმოჩენილიყოს წვრილად, ხოლო მეხუთე წერტილი პატივსაცემად. მაგრამ ნაკერებისა და ჯიბეების შემოთხრა სახელგანთქმულს სულ დაავიწყდა. ასეც გავა.

  3. კაილის დედა - კრისი და მისი მძლავრი ხელი


    არავინ არ დავობს, რომ თავის 61 წლის ასაკში უზარმაზარი ოჯახის დედა უბრალოდ მშვენივრად გამოიყურება. მაგრამ თავისი ფოტოს რეტუშირებისა და საჭირო ადგილებში მოჭერის ჩვევები მან აშკარად ქალიშვილებისგან გადაიღო. ისევე, როგორც ფოტო-დანაშაულებების კვალების დაფარვის დავიწყება.

  4. ალისია ვიკანდერი და მისი სუპერკისერი


    აკლდამების მძარცველი-ქალის თავგადასავლებზე საკულტო ფრანჩიზას გადატვირთვის პირველი პოსტერი მაშინვე გახდა ხუმრობების ობიექტი. და არა იმიტომ, რომ ადამიანებს არ სურდათ ეხილათ ოსკაროსანი ვიკანდერი ანჯელინა ჯოლის "კანონიერ ადგილზე". ეს იმიტომ, რომ რეტუშორებმა ცოტა გადაამეტეს და შვედ მსახიობს დაახატეს ნუ ძალიან გრძელი კისერი. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ განძეული უკეთ შეათვალიეროს.


  5. პოპულარული ინტერნეტ-მაღაზია Net-a-Porter და მათი უყურადღებობა


    ძნელი სათქმელია, სად არ წავიდა საქმე კარგად, მაგრამ პოპულარული მაღაზიის ადმინისტრატორებმა შეცდომით ატვირთეს საქონლის შავად ნაწერი ფოტოსურათები. მათზე მითითებული იყო რეკომენდაციები რეტუშორებისათვის. მათ შორის ყველაზე მთავარი: "გეთაყვა, მოდელი უფრო მოხდენილი გახადეთ".

  6. Vogue რეტუშორები და მათი მრავალმხრივი ცოდნა ადამიანური ანატომიის შესახებ


    მოდელ ჯიჯი ჰადიდს "ცოტა" დაუგრძელეს ხელი ფოტოზე იმიტომ, რომ მოდელი «plus size» ეშლი გრეჰემი მოხდენილი ჩანდეს. რას იზამ, ორმაგი სტანდარტი მოდელურ ბიზნესში არავის არ გააუქმებია. აი რეტუში კი შეიძლება ყფრო ფაქიზი ყოფილიყოს. სხვა არაფერი, ეს ხომ Vogue-ია.

  7. გრან-პრი: "შავი" კიმ კარდაშიანი


    თავისი ახალი კოსმეტიკური ხაზის KKW Beauty სარეკლამო კამპანიისათვის კიმმა აირჩია ფოტო, რომელმაც უამრავი უარყოფითი გამოძახილი ჰპოვა. და ეს იმიტომ, რომ რეტუშორების ძალისხმევით სომეხი კიმი პრაქტიკულად გამოიყურებოდა, როგორც აფროამერიკელი ქალი. ეს ნამდვილად არ მოეწონათ შეშმარიტ შავკანიან ლამაზმანებს. ეს იმიტომ, რომ რასობრივი კუთვნილების შეცვლა გაყიდვებისა და პოპულარობის გულისთვის - ეს მაინც ზღვარს სცილდება.


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა