25 სურათი, რომლებიც შეგვახსენებს, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს

თანამედროვე სამყაროში რამდენიმე გლობალური პრობლემა არსებობს. თუმცა კაცობრიობა დეტალურად მხოლოდ ერთ პრობლემას აკვირდება, ესაა - გლობალური დათბობა. 

პროგრესი ერთ ადგილას არ ჩერდება და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ადამიანი უფრო მეტად აღწევს დედამიწის წიაღში ენერგიის მოსაპოვებლად, რითაც პლანეტას არც თუ ისე უსაზღვრო რესურსისგან ფიტავს. 

ყოველწლიურად ადამიანის ხელი მთელ პლანეტაზე იგრძნობა. ყველაზე საშინელი ისაა, რომ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ახლა მთავარია: გავიაზროთ, თუ რას ვაკეთებთ, რისთვის და ღირს თუ არა ამად. 

FPAPARAZZI-ს რედაქციამ თქვენთვის შეაგროვა სურათები, რომლებიც პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რომ ადამიანი ზღვარს გადავიდა და მალე საკუთარ თავს დაღუპავს.

1. დაბინძურება გლობალური დათბობის მთავარი პრობლემაა. მეხიკოზე მხოლოდ ერთხელ შეხედვა საკმარისია, რომ მიზეზი გაიგოთ. ეს ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პუნქტია დედამიწაზე.  ერთ პატარა მონაკვეთზე მცხოვრები უამრავი ადამიანი გაცილებით ბევრ ენერგიას მოიხმარს. აი თქვენ პასუხიც. 




2. მსგავსი მჭიდროდ დასახლების პრობლემის წინაშე დგას ყველაზე ღარიბი სახელმწიფო, ჰაიტი. რომ აღარაფერი ვთქვათ დამანგრეველ ქარიშხალ მეთიუზე, რომელმაც 2016 წელს პაიტს სერიოზული ზიანი მიაყენა. 




3. ინდოეთის დედაქალაქში, ნიუ-დელიში საქმე კიდევ უფრო ცუდადაა. ერთ ქალაქში 25 მლნ ადამიანი ცხოვრობს! ასეთი მჭიდრო დასახლების შედეგად ქალაქში მთავარი პრობლემაა მტვერი და ნისლი.




4. ლოს-ანჟელესში ისეთი რაოდენობის ელექტროენერგია იხარჯება, რომ მათი დანახვა ღამე თვითმფრინავის ილუმინატორიდან თავისუფლად შეიძლება. 





5. დღეს კაცობრიობა ბევრ ტექნოლოგიას აწარმოებს, მაგრამ რატომ ვერ მოიფიქრა როგორ გაანადგუროს? შეხედეთ, გადამამუშავებელ ქარხანას ბანგლადეშში. 




6. კანადაში, ნავთობის მოსაპოვებლად ქვიშას აგროვებენ. სურათზე ნათლად ჩანს როგორ შეიცვალა ბუნებრივი ლანდშაფტი ადამიანის ხელის ჩარევის შემდეგ.