ვაზელინის ჯადოსნური თვისებები. თამამად შეგიძლიათ მისი გამოყენება

სავარაუდოდ, ვაზელინი ყველა ოჯახში მოიძებნება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებაა. გამოგონებიდან დღემდე ვაზელინის ჯერ არც ერთი უკუჩვენება არ დაფიქსირებულა. ასე რომ, გამოიყენეთ იგი. იაფიცაა და ეფექტიანიც.

  • ვაზელინის მეშვეობით შეძლებთ სუნამოს სურნელის გამძაფრებას. ამისათვის, სანამ სუნამოს შეიფრქვევდეთ, კანზე თხლად გაისვით ვაზელინი.

  • სანამ წარბის კორექციას გაიკეთებდეთ, წარბის ჯაგრისზე გადაისვით ვაზელინი და მიეცით სწორი ფორმა. ასევე შეგიძლიათ მოიქცეთ, თუ თმის დაფიქსირება გაქვთ გადაწყვეტილი.

  • ვაზელინი არბილებს კანს. ამიტომ მისი წასმა დახეთქილ, გაუხეშებულ ქუსლებზე შეგიძლიათ. აგრეთვე, ძილის წინ წაისვით მუხლებისა და იდაყვის გაუხეშებულ კანზე. სხვა კრემებისგან განსხვავებით, ვაზელინი ორგანიზმიდან სითხეს არ გამოდევნის; პირიქით აკავებს მას კანში.

  • ვაზელინი საუკეთესო საშუალებაა მაკიაჟის მოსაცილებლად. ვაზელინს წყალგამძლე კოსმეტიკის მოშორებაც შეუძლია. ამასთანავე, არ აღიზიანებს კანს.

  • მანიკიურის გაკეთების შემდეგ ვაზელინი ხელებზე შეიზილეთ. ასე მანიკიური გაცილებით დიდხანს გაგიძლებთ.

  • თუჩის ბალზამის ნაცვლად ასევე შეგიძლიათ ვაზელინის გამოყენება. ძილის წინ წაისვით ტუჩებზე; დილით დარბილებული და დატენიანებული ტუჩებით გაიღვიძებთ.

  • ამბობენ, რომ ვაზელინის მეშვეობით იარების კვალის გაქრობაცაა შესაძლებელი.

  • ახალგაზრდა დედების საყურადღებოდ: ბანაობისას ბავშვს თვალში შამპუნი რომ არ ჩაუვიდეს, წამწამებზე ვაზელინი გადაუსვით. ვაზელინი დაიცავს ბავშვს ყურში წყლის ჩასვლისგანაც. ამისათვის დამრგვალებულ ბამბას ვაზელინი წაუსვით და ბავშვს ყურებში ჩაუდეთ. ბანაობის შემდეგ კი ყურიდან და წამწამებიდან ვაზელინი უმტკივნეულოდ მოაცილეთ.

  • თუ გაგიღიზიანდათ ცხვირის ლორწოვანი გარსი, დაგეწვათ და დაგისკდათ კანი, თხლად გადაისვით ვაზელინი.


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამაზ ჩადუნელი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა