გენიალური ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ აბაზანიდან სოკოს მოშორებაში

ობი აბაზანაში არ გვაძლევს მოსვენებას. იგი გროვდება ფილებს შორის ნაწიბურებში და კბილის ჯაგრისზეც კი ჩნდება. იმის გარდა, რომ სოკო გამოიყურება საზარლად, იგი ასევე ვნებს ჯანმრთელობას, იწვევს ალერგიას. ჩვენ შევისუნთქავთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რასაც გამოყოფს ობი.

აბაზანა იდეალური გარემოა ობის გაჩენისთვის, იქ ხომ ნესტი და სითბოა. თან აბაზანების უმრავლესობას არ აქვს ფანჯარა, ობს კი უყვარს დახურული სივრცე, რომელიც ცუდად ნიავდება. ობის გაჩენისგან არ არის დაზღვეული ისიც კი, ვინც იდელურ სისუფთავეს იცავს.

ობის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს სახლის არასათანადოთ დათბუნებული კედლები. სოკო სარეცხ მანქანაშიც კი ჩნდება.



სარეცხის მათეთრებელი

მოხმარების წესი

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ძვირი ღირს და ობის საბოლოო მოსპობის გარანტიას ვერ იძლევა. ამიტომ, სჯობს, ყურედღება მიაქციოთ ბრძოლის ხელმისაწვდომ, იაფფასიან და არანაკლებ ეფეტურ მეთოდებს. ერთ-ერთი მათგანია - ჩვეულებრივი სარეცხის მათეთრებელი. ამ საშუალების ერთადერთი მინუსია არასასიამოვნო სუნი, ამიტომ გამოიყენეთ ნიღაბი.

ჩაასხით ეს საშუალება პულველიზატორში და მიასხურეთ სოკოს მიერ დაზიანებულ უბნებს. ფილებს შორის ნაწიბურები თოვლივით თეთრი გახდება, ხოლო ობი სამუდამოდ გაქრება. პროცედურის დროს ბავშვები და შინაური ცხოველები მოაშორეთ ამ ადგილებს, ხოლო დასრულებისას გაანიავეთ ბინა.

სოკოს საწინააღმდეგო წამალი



გამოყენების წესი

თუკი თვენ მაინც არ შეგიძლიათ ქლორის სუნის ატანა, არსებობს კიდევ ერთი ნაცადი ხერხი. ამისათვის დაგჭირდებათ ნისტატინის აბები (იგი მიეკუთვნება ბუნებრივი წარმოშობის ანტიმიკოტიკებს, პოლიენური ჯგუფის ანტიბიოტიკებს), რომლის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში. ნისტატინს ჩვეულებრივ გამოიყენებენ კანდიდოზის სამკურნალოდ.

გახსენით 2 აბი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში და გაწმინდეთ ფილები. არ მორეცხოთ ხნარი. მალევე ობის კვალიც აღარ დარჩება. გაიმეორეთ პროცედურა ერთ კვირაში.



დაე, თქვენი სახლი იყოს მუდამ სუფთა და მყუდრო. ვიმედოვნებთ, ეს რჩევები ეფექტურად დაგეხმარებათ საძულველ სოკოსთან ბრძოლაში.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა