თუ ყაყაჩო გულსართში მოგივიდათ ბევრი... აი რას ვაკეთბ მე

ყაყაჩოს რულეტი მინანქრით
ეს ყაყაჩოს რულეტი– პოლონელების ტრადიციული ნამცხვარია, დესერტი, ცივი სახითაც და ცხელი სახითაც ძალიან გემრიელი გამოდის.
რბილი, მადის აღმძვრელი ცომი, მდიდრული გემოს გულსართით და ხრაშუნა მინანქრით... ასეთი ნამცხვარი არ შეიძლება, რომ არ შეგიყვარდეს!
ინგრედიენტები
  • ფქვილი 230გ
  • რძე 75მლ.ლ
  • კვერცხის გული 2ც
  • შაქრი 2,5 სადილის კოვზი
  • კარაქი 75გ.
  • მარილი 0,25 ჩაის კოვზი
  • დროჟი 15გრ.
  • რომი 1,5 სადილის კოვზი
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩაის კოვზი
  • ყაყაჩოს თესლი 150გრ
  • წყალი 525 მლ.ლ
  • ქიშმიში 30გრ
  • ცუკატები 30 გრ
  • ყავისფერი შაქარი 50გრ
  • თაფლი 1 სადილის კოვზი
  • კაკალი 30გრ
  • ნუშის ექსტრატი 1 ჩაის კოვზი
  • დარიჩინი 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხის ცილა 2ც
  • შაქრის პუდრა 0,5 ჭიქა

მომზადების წესი
  1. დადგით 15 წუთი დროჟის ნარევი, 1 სადილის კოვზი ფქვილი, 3 სადილს კოვზი რძე და 1 ჩაის კოვზი შაქარი. ჩაასხით დარჩენილი რძე და რომი, დაუმატეთ კვერცხის გულები, 2 სადილის კოვზი შაქარი და ¼ ჩაის კოვზი მარილი. მოზილეთ ცომი, ბოლოს დაუმატეთ 50გრ დარბილებული კარაქი

  2. წაუსვით ჯამში ზეთი და ჩადეთ დამრგვალებული ცომი, გადააფარეთ ტილო და გადადგით 1–1,5 საათით თბილ ადგილას, კარგად უნდა გაფუვდეს.

  3. მოხარშეთ ყაყაჩო 0.5 ლ. წყალში, გააცივეთ. გამოფქვით ხორცის საფქვავში. დაუმატეთ ყველაფერი, გარდა ცილისა, შაქრის პუდრის და წყლისა, ცილა ათქვიფეთ ძალიან კარგად, სანამ არ დადგება და ნელა–ნელა ურიეთ მასაში.

  4. გაშალეთ ცომი დაახლოებით 3 მმ სისქეზე თანაბრად, გადაანაწილეთ გულსართი, ისე, რომ კიდეებში დარჩეს 2სმ. გადაახვიეთ რულეტად. კიდეები შეუკარით

  5. რულეტი გადაახვიეთ პერგამენტში, ისე,რომ ცომს მჭიდროდ არ ეხებოდეს და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთით. გადმოიღეთ მზა რულეტი და გადაასხით მინანქარი წყლისა და შაქრის პუდრასაგან


შეგიძლიათ მინანქრი მორთოთ დაფქვილი კაკლით და ნუშით, ან ფერადი მოსაყრელებით, მიირთვით ყავასთან ერთად, და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა