როგორ უნდა გადავრგოთ ოთახის ვარდი ყიდვის შემდეგ, რომ არ დაიღუპოს.

ოთახის ვარდი, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ ქოთნით, არის ჩარგული სუფთა ტორფში, ან სხვა მსუბუქ დანამატებზე,სადაც სულაც არ არის საკვები ნივთიერებები, ფირმა-მწარმოებლები ასეთ მცენარეებსრგავენ ისეთ ნიადაგში, რომელიც ვარდს აძლევს გარეგნულ ფორმას, გამოზრდისასა კვებავენ სპეციალური ხსნარით, რომლის შემადგენლობას საიდუმლოდ ინახავენ, რომ დავტოვოთ ოთახის ვარდი ამ გრუნტში და მოვრწყათ ჩვეულებრივი წყლით ტორფი იწყებს ამჟავებას ამისაგან წარმოიქმნება სოკოვანი ინფექცია ( შავდება ტოტები) და მცენარე მალე იღუპება.



როგორ უნდა გადავრგოთ ოთახის ვარდი ყიდვის შემდეგ, რომ არ დაიღუპოს.
ოთახის ვარდის გადარგვა. ყიდვის შემდეგ ქოთნის ვარდიაუცილებლად უნდა გადარგოთ, მაგრამ იმავე დღეს არა, ვარდს უნდა დავაცადოთ, რომ მიეჩვიოს ახალ პირობებს, ყიდვის შემდეგ აუცილებლად უნდა გავრეცხოთ თბილი საპნიანი წყლით , ამის გაკეთება შეიძლება ასე: ვარდი გადმოაყირავეთ და ჩადეთ თბილ საპნიან წყალში 20-30 წუთი, შემდეგ მოუწყეთ კონტრასტული შხაპი ცხელი წყალი 40 გრადუსიანი და თბილი წყალი, შემდეგ კარგად მიასხურეთ წყალი, რომელშიც გაზავებული იქნება ეპინი (5 წვეთი ერთ ლიტრ წყალზე, ამავე ხსნარით კარგად მორწყეთდააცადეთ წყალი დაიწუროს და მოუწყეტთ მინი სათბური ცელოფანის პაკეტისაგან , რომელიც გადაჭიმული იქნება მიწაში ჩარჭობილი ჩხირებით.
მთავარია, რომ პაკეტი არ ეხებოდეს ვარდის ფურცლებს, საჭიროა ვარდი ყოველდღიურად გაანიავოთ, და განიავების დრო ყოველდღიურად გაზარდეთ,, როგორც კი ყვავილები დაიწყებენ ჭკნობას, მოაშორეთ. , შემდეგ ამოთხარეთ ქოთნიდან, ჩადგით ფესვები თბილ ანადუღარ წყალში და ფრთხილად ჩამორეცხეთ მთელი მიწა.




ხშირად მიწაში აღმოვაჩენთ უცხო ნაჭერს, რომელიც საჭიროა ფრთხილად მოვაშოროთ, ისე, რომ ფესვი არ დავაზიანოთ, უნდა გავრეცხოთ იმისათვის, რომტრანსპორტირებული გრუნტი თავისი ქიმიური ნივთიერებებით ჩამოშორდეს სრულად, ესნივთიერებები იმისათვისაა, რომ ვარდი დარჩეს მინიატურული, არ გაიზარდოს, ხოლო ყვავილები დიდ ხანს იყოს და არ ჩამოცვივდეს, ფესვების გარეცხვის შემდეგ შგვიძლია ვარდი გადავიტანოთ ახალ ქოთანში.



ვარდის გადარგვა ძალიან დიდ ქოთანში არა ღირს, ამისაგან მან შესაძლებელია დაიწყოს ცუდად ყვავილობა . ვარდის ახალი ქოთანი უნდა იყოს ძველ ქოთანზე ოდნავ დიდი 3-5 სმ.თი. დიამეტრზე. , მიწა უნდა იყოს ფხვიერი, , ნესტის შემცველი, ნეიტრალური, დაბალ მჟავიანი რეაქციით. უკეთესია თუ იყიდით ყვავილების მაღაზიაში ვარდებისათვის განკუთვნილ მიწას, ქოთანს უნდა ქონდეს სადრენაე ნახვრეტები ხოლო მის ძირში უნდა იყოს 1სმ წვრილი კარამზიტიკარგი დრენაჟისათვის, ვარდების უნდა დარგოთ იმავე სიმაღლეზე რაზეც ისინი იყო დარგული წინა ქოთანში. გადარგვის შემდეგ ვარდი დადგით ჩრდილოეთის მხარეს ან ჩაბნელებულ ადგილას ერთი ორი დღით, ხოლო მისი მუდმივი საცხოვრებელი უნდა იყოს სამხრეთის ან სამხრეთ არმოსავლეთის მხარის ფანჯარა. ზამთარში საჭიროა ვარდს ქონდეს ხელოვნური განათება14-15 შაათი დღე ღამეში.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა