აი, ზოდიაქოს ნიშნები, რომელთან ურთიერთობაც არასდროს უნდა დაიწყოთ

ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს, რომლებიც გავლენას ახდენს კარიერის არჩევაზე, ფულთან ურთიერთობაზე, მეგობრის არჩევაზე და, რა თქმა უნდა, რომანტიკულ პარტნიორზე. მაგრამ ნამდვილად ღირს კი ურთიერთობის აწყობა ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობის მიხედვით? ასტროლოგების აზრით, ეს სწორედ ისაა, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ, ასტროლოგების მიხედვით ზოდიაქოს ნიშნებს, რომელთანაც რომანტიული ურთიერთობა არასდროს უნდა დაიწყოთ. 
  • ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)

    არასდროს დაიჭიროთ ურთიერთობა თხის რქასთან 

    ვერძი ძლიერი ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოსიყვარულე იყოს, მას ძლიერი და ჯიუტი ხასიათი აქვს. თხის რქა სიყვარულში მისგან დიდად არ განსხვავდება და წყენას გულში დიდხანს იტოვებს. ასე რომ, უფრო გონივრულია წყნარმა ვერძმა ​თხის რქას თავი აარიდოს. 



  • კურო (20 აპრილი - 20 მაისი)

    არასდროს დაიჭიროთ ურთიერთობა მერწყულთან 

    კურო ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მიწიერია, მერწყული კი ყველაზე ქარაფშუტა. ამის გამო მათ შორის ხშირად კონფლიქტი იმართება. რთულია შეინარჩუნო ურთიერთობა მათ შორის, ვინც მუდმივად ღრუბლებში დაფრინავს და ვინც მიწაზე მყარად დგას. 



  • ტყუპი (21 მაისი - 20 ივნისი)

    არასდროს დაიჭიროთ ურთიერთობა ტყუპთან 

    ტყუპი ტექნიკურად ორი პიროვნებაა ერთ სხეულში და როცა ტყუპს ხვდებით, ვერასდროს გააკეთებთ პროგნოზს რომელი პიროვნება იჩენს თავს. ასე რომ, წარმოიდგინეთ ორის ნაცვლად ოთხი ადამიანი. თქვენთვის ეს ზედმეტად ბევრი იქნება. 



  • კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

    არასდროს დაიჭიროთ ურთიერთობა ლომთან 

    კირჩხიბი ზედმეტად კომუნიკაბელური და მგრძნობიარე ადამიანია, რის გამოც მას ლომი მუდმივად გულს ტკენს. ლომის უუნარობა იყოს ტაქტიანი და ნაზი მას ზედმეტად პირდაპირ და მკაცრ ადამიანად ხდის, რაც კირჩხიბს გულს ყოველთვის ტკენს. 



  • ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

    არასდროს დაიჭიროთ ურთიერთობა ქალწულთან 

    როგორც კირჩხიბმა არ უნდა დაიწყოს ურთიერთობა ლომთან, იმავე მიზეზით ლომი არ უნდა შეხვდეს ქალწულს. ქალწულის თვისება გააკრიტიკოს ყველა და ყველაფერი წყობიდან გამოგიყვანთ. 



  • ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

    არასდროს დაიჭიროთ ურთიერთობა მორიელთან 

    მიუხედავად იმისა, რომ ქალწული და მორიელი ანალიტიკოსები არიან, ქალწული მგრძნობიარე მორიელისთვის ზედმეტად პრაქტიკული შეიძლება იყოს. რადგან ქალწული სტრესში ადვილად ვარდება, მორიელთან პაემანი მას წყობიდან გამოყავს. 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა