შინაურული ნიღბები, რომლებიც კვებავს, ანოტივებს და არბილებს ტუჩებს

როდესაც სახის კანის მოსავლელი პროცედურების ჩატარებას იწყებთ, არც ტუჩები უნდა დაივიწყოთ, ისევე, როგორც სახის კანზე, ტუჩებზეც მოქმედებს ატმოსფერული მოვლენები - მზე, ქარი, ყინვა. ტუჩის კანი შეიძლება იყოს მშრალი ან ცხიმიანი. თუ ტუჩები გამომშრალი გაქვთ, აუცილებლად უნდა წაისვათ მკვებავი კრემი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანი დასკდება, აიქერცლება და ამ ხარვეზს ყველაზე ხარისხიანი პომადაც კი ვერ დაფარავს.

  • ქარში ტუჩები რომ არ დაგისკდეთ, კიტრის ან სტაფილოს წვენში არეული თაფლის, არაჟნისა და ხაჭოს ნაზავი დაიდეთ. 15 წუთის შემდეგ მოიშორეთ და მცენარეული ზეთი გადაისვით.

  • თუ ბაგეზე კანი დამსკდარი გავქთ, გახეხილ ვაშლში აურიეთ 1 ჩ/კ კარაქი და ნაზავი 15-30 წუთით გაიჩერეთ. ეს ნიღაბი აუცილებლად დაგირბილებთ ტუჩებს.

  • თუ ამგვარი ნიღბის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, მაშინ, უბრალოდ, თაფლი გამოიყენეთ.

    ტუჩების ვარჯიში:

  • ტუჩები წინ წამოსწიეთ და პირი ოდნავ გააღეთ. შემდეგ დამუწეთ და ტუჩები მოადუნეთ. გაიმეორეთ 10-20-ჯერ.

  • ქვედა ყბა რიგრიგობით ამოძრავეთ მარჯვენა და მარცხენა მიმართულებით. ვარჯიში 10-20-ჯერ გაიმეორეთ.

  • ტკბილი ვაშლი გათალეთ და წვრილად გახეხეთ. 1 ჩ/კ შეურიეთ ნახევარი ჩ/კ რბილი ნაღების კარაქი და წაისვით ტუჩებზე 15 წუთით. ამავე მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ბანანი, ხურტკმელი, გარგარი, ნესვი, საზამთრო, კიტრი, ჭარხალი. ასეთი ნიღაბი ტუჩებს კვებავს, ანოტივებს და არბილებს.

  • მშრალი ტუჩებისთვის, რომლებიც მუდმივად იქერცლება, კარგია თაფლი. მისი გამოყენება შეიძლება როგორც მკვებავ ნიღბად, ასევე სკრაბადაც. წაისვით ტუჩებზე და 5-10 წუთის შემდეგ თითის ბოლოებით მსუბუქად შეიზილეთ, მერე კი ჩამოიბანეთ.


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამაზ ჩადუნელი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა