ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებას შინაც მოამზადებთ

თავის მოვლა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ასაკში შევედი და ჩემს სახეს ყოველდღე ახალ-ახალი ნაოჭი ემატება, ეს აუცილებელ პროცედურად იქცა. ძვირად ღირებული კრემების ეფექტურობისა დიდად არ მჯერა, მირჩევნია, შინ, მე თვითონ მოვამზადო თავის მოვლის საშუალებები - შედეგს ჯერჯერობით არ ვუჩივი. გთავაზობთ ერთ რეცეპტს:

  • დავჭრათ ერთი ლიმონი და დავასხათ 1 ჩაის ჭიქა არაყი. გავაჩეროთ გრილ ადგილას 10-12 დღე. ამის შემდეგ ნარევი გადავწუროთ, დავუმატოთ 100 გრამი არაჟანი და შევათქვიფოთ 1 კვერცხის გული. ამ ნარევით სასურველია ყოველდღიურად გავიწმინდოთ სახე (ნარევი სასურველია შევინახოთ მაცივარში).

    კიტრი და კარტოფილი ნაოჭების წინააღმდეგ

  • უნდა აიღოთ ერთი ცალი ახალმოკრეფილი კიტრი და წვრილად გახეხოთ. დაამატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და ეს ფაფისებრი მასა სახესა და კისერზე წაისვათ. გაიჩეროთ 20 წუთი და პირსახოცით ან მშრალი ნატურალური ქსოვილის ნაჭრით მოიცილოთ. ამის შემდეგ პირი 10-12 საათი არ დაიბანოთ!
    ნიღაბი განსაკუთრებით უხდება მშრალ კანს. კისერზე გაჩენილი ნაოჭების შესანიღბად კარტოფილი დაგჭირდებათ.

  • მოხარშეთ 2 მცირე ზომის კარტოფილი და მოამზადეთ საშუალო სისქის პიურე. 2 სადილის კოვზს სწრაფად შეაზილეთ 1 ჩაის კოვზი ცხელი თაფლი, თხლად წაისვით ქსოვილზე და კისერზე შემოიხვიეთ, ზემოდან კი თავსაფარი მოიხვიეთ. გაიჩერეთ 30-40 წუთს, შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.
    პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ უნდა ჩაიტაროთ. სცადეთ და ნახავთ, არ ინანებთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი