მე კარგა ხანია ვხმარობ შინ მომზადებულ რამდენიმე ნაყენს, რომელიც ძალიან უხდება ხველას და ბრონქიტს

გიამბობთ, როგორ მომარჩინა ბრონქიტისგან ხალხურმა საშუალებებმა. ვფიქრობ ამ რეცეპტების შემოთავაზება სწორედ დროული იქნება - წელიწადის ამ დროს ხომ ბევრი ცივდება. ეს საშუალებები ძალიან უხდება ხველას და ბრონქიტს.

  • აურიეთ ერთმანეთში 0,5 კგ თაფლი, 0,5 კგ ღორის ქონი, 5 სუფრის კოვზი ძირტკბილას დაფხვნილი ფესვი. შედგით ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოდგით, დაამატეთ 250 მლ კონიაკი და გადაასხით მინის ჭურჭელში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

  • 7 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ კრაზანას დაასხით 1/2 ლ არაყი, დადგით სიბნელეში 2 კვირით, შემდეგ გაფილტრეთ. ამ ნაყენით დაიზილეთ გულმკერდი, ზურგი და ფეხები.

    თუ სიცხე გაქვთ, პარალელურად სვით ოფლმდენი ნაყენი, რომელიც ბეგქონდარას, კრაზანას, პიტნის ან თავშავასგან მზადდება:
  • 1 სუფრის კოვზ ნებისმიერ მცენარეს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი. მიიღეთ ნახევარ -ნახევარი ჭიქა.
    კრაზანას ნაყენი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ, არ გაფუჭდება.

  • აიღეთ ნახევარი კილოგრამი ხახვი, 400 გრამი შაქარი, 50 გრამი თაფლი და დაუმატეთ 1 ლიტრი წყალი. ეს ნარევი დადგით ნელ ცეცხლზე და 3 საათი ადუღეთ. გადმოდგით, გადაწურეთ და ბოთლში გადაასხით. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 4-6-ჯერ.

  • ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი აიღეთ 0,5კგ-ს ოდენობით. ნაღების უმარილო კარაქი გაადნეთ და გაწურეთ საწურში, დაუმატეთ ღორის ბადექონი (მუცლის ქონს რომ ეძახიან), თაფლი და შაქრის ფხვნილი, შედგით ნელ ცეცხლზე და 5 წუთი ადუღეთ. დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი კაკაო და კარგად მოურიეთ. ამის შემდეგ კვლავ ადუღეთ 5-7 წუთი. 1 სუფრის კოვზი ნარევი დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეს და მიიღეთ დილით, უზმოზე.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი