აირჩიეთ გასაღები და გაიგეთ რა იმალება თქვენს ქვეცნობიერში

ოდესმე გქონიათ გრძნობა, რომ გულის სიღრმეში რაღაც ნიჭი ან ძალა გაქვთ, რომლის განსაზღვრაც არ შეგიძლიათ? FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ აირჩიოთ სურათზე მოცემული ჯადოსნური გასაღებებიდან ერთ-ერთი, რომ თქვენი ქვეცნობიერის და ფარული ძალის შესახებ უფრო მეტი გაიგოთ. 

ტესტის შედეგები:


  • გასაღები №1

    თქვენ ჭეშმარიტი სიყვარულის გწამთ. ცხოვრებაზე პოზიტიური და მარტივი ხედვა გაქვთ. თქვენ აირჩიეთ აფროდიტეს გასაღები, რომელზეც ჩიტია გამოსახული, რაც ნიშნავს რომ თქვენ თავისუფლებას აფასებთ. თქვენი დამოუკიდებლობა - ერთ-ერთი თქვენი ძლიერი მხარეა. თქვენი ფარული ძალა - თქვენი გატაცება და სიყვარული. 



  • გასაღები №2
    კელტურ მითოლოგიაში დრუიდი საზოგადოების ყველაზე მაღალ წევრად ითვლებოდა. ამ გასაღებს კელტური კვანძი აქვს და დრუიდებს წარმოადგენს, რომლებიც ცნობილი იყვნენ როგორც რელიგიური ლიდერები, იურიდიული ავტორიტეტები და ცოდნის მფარველები. დრუიდს მუდმივად თანამეგობრობასთან კავშირი ჰქონდა, კელტური კვანძი - თანამეგობრობასთან და ბუნებასთან კავშირის დამადასტურებელია. კელტური კვანძი ბუნების და ჰარმონიის სიმბოლოა. მისის არჩევით გამოხატავთ თქვენ სურვილს იყოთ ბუნებასთან ახლოს, რომ მიაღწიოთ სიმშვიდეს და წონასწორობას. თქვენი ფარული ძალა - ღრმა გონიერება და დიდი შესაძლებლობებია. 



  • გასაღები №3

    ასეთი გასაღებები მეფეებს აქვთ. თქვენ დიდი ოცნებები და მიზნები გაქვთ და მათ რეალიზაციაში ვერავინ შეგიშლით ხელს. იცით, როგორ იმოქმედოთ რომ მიზანს მიაღწიოთ. ზოგჯერ საჭიროა გაჩერდეთ და მიღწეულით დატკბეთ. თქვენი ფარული ძალა - თქვენ ღრმა ამბიციაა. 



  • გასაღები №4 

    ეს გასაღები ღვთაების სიმბოლოა. ამ გასაღების არჩევით აღმოაჩენთ, რომ თქვენ სერიოზული სულიერი და ზებუნებრივი კავშირი გაქვთ. კარგად განვითარებული ინტუიცია გაქვთ. ზებუნებრივი უნარი გაქვთ წაიკითხოთ ადამიანების ფიქრები. თქვენი ფარული ძალა - თქვენი სულიერი კავშირი მსოფლიოსთან.



  • გასაღები №5

    თქვენ აირჩიეთ გასაღები გულის ფორმით. ეს ამურის გასაღებია - სიყვარულის ღმერთი რომაულ მითოლოგიაში. თქვენ ახლოს ხართ იმასთან რომ ნამდვილი სიყვარული იპოვოთ, თუ ჯერ კიდევ არ იპოვეთ. ძალიან ვნებიანი ადამიანი ხართ. პირად ცხოვრებაში წარუმატებელი გამოცდილება გქონდათ, თუმცა ეს ხელს არ გიშლით თქვენი მეორე ნახევრის ძებნა გააგრძელოთ. ერთხელ, თქვენ მას იპოვით, ვისაც ეძებთ. თქვენი ფარული ძალა - თქვენი გასაოცარი რომანტიკული შესაძლებლობები.