კუჭის სპაზმისა და მუცლის შებერილობის მოსახსნელი შესანიშნავი საშუალება

დიდი ხანია, გატაცებული ვარ ხალხური მედიცინით, ბევრი მცენარეული რეცეპტი ვიცი და წარმატებითაც ვიყენებ. რამდენიმე წლის წინ წნევის დამწევი წამლის რეცეპტი შემოგთავაზეთ. ახლა მსურს, გამოცდილება გავუზიარო მათ, ვისაც კუჭი აწუხებს. კუჭის პრობლემები პირდაპირ ტკივილით როდი იწყება-მას წინ უძღვის მუცელში სიმძიმის შეგრძნება, შებერილობა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ და მაშინღა მივდივართ ექიმთან, როცა ტკივილი აუტანელი ხდება, თან გვიკვირს - გასტრიტი, თანაც ქრონიკული, რამ გამიჩინა, ასე უცებ საიდან მეტაკაო. ჩემო კარგებო, კუჭს უნდა გავუფრთხილდეთ! მერწმუნეთ, ამას პირადი გამოცდილების საფუძველზე გეუბნებით. ვიდრე ახალგაზრდა ვიყავი, ჯანმრთელობა არც მახსოვდა. შედეგმაც არ დააყოვნა - გასტრიტი დამემართა. გადავწყვიტე, მცენარეებით მემკურნალა. უამრავი საშუალება ვცადე და მივაგენი კუჭის სპაზმისა და მუცლის შებერილობის მოსახსნელ შესანიშნავ საშუალებას.

დაგჭირდებათ:
  • 1 ჩ/კ ანისულის ნაყოფი
  • 1 ჩ/კ ცერეცოს ნაყოფი
  • 1 ჩ/კ კვლიავის ნაყოფი
  • 2 ჩ/კ პიტნა

მომზადების და მიღების წესი:
ამ მცენარეების შეძენა მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთს. გააცივეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1/3-1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, კუჭის სპაზმის ან შებერილობის დროს.
ეს მცენარეები სრულიად უსაფრთხოა და არავითარი გვერდითი ეფექტი არ გააჩნია. საკმარისია, ნაყენი ერთი კვირა მაინც სვათ, რომ თავს უკეთ იგრძნობთ.
თუ თავს დროზე მიხედავთ, გასტრიტამდე საქმე არ მივა.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა