ბრონქიტის სამკურნალო უბრალო და ეფექტური წამალი

ახალგაზრდობისას ბრონქიტი გადავიტანე. როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ ვიმკურნალე, რადგან ავადმყოფობამ ხველა და სულხუთვა დამიტოვა. ძალიან რომ შევწუხდი, ვიკადრე და ექიმთან მივედი. ასეთი დიაგნოზი დამისვეს: ქრონიკული ბრონქიტი ასთმური კომპონენტით. ერთ დღეს ქმარს სამსახურში დავურეკე, მაგრამ საუბრისას ისეთი ხველა ამიტყდა, სული ძლივს მოვიბრუნე. ჩემი მეუღლის თანამშრომელმა, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, შინაური რეცეპტი მომცა. იმდენად მარტივი მომეჩვენა, გამიკვირდა კიდეც, მაგრამ როდესაც მივიღე და ექიმთან ხელმეორედ მივედი, გაკვირვებული დარჩა - ასე მალე თუ მომჯობინდებოდი, არ მეგონაო. მას შემდეგ თითქმის ოცი წელიწადი გავიდა, ამ წამალს კი გაციებისას ოჯახში დღემდე ვიყენებთ.

რეცეპტისთვის დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • 300 გ ნაღების კარაქი
  • 300 გ ნატურალური თაფლი
  • 1 ჩ/ჭ შაქარი
  • 100 გ კაკაო

მომზადების და მიღების წესი:
მომინანქრებულ ჭურჭელში ჩააგდეთ ნაღების კარაქი და ნელ ცეცხლზე შედგით. როდესაც გადნება (არ უნდა ადუღდეს!), დაამატეთ ნატურალური თაფლი და კარგად ამოურიეთ. მიიღებთ ერთგვაროვან მასას, რომელსაც უნდა დაუმატოთ ერთი ჭიქა შაქარი, ხოლო როდესაც გადნება - კაკაო. მიიღებთ 800 გრამამდე შოკოლადის მსგავს მასას. ვიდრე თბილია, გადაასხით ქილაში და შედგით მაცივარში. შეგიძლიათ, 1 წელიც კი შეინახოთ. 1 სუფრის კოვზი 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში გახსენით და მიიღეთ. სვით, რამდენიც გნებავთ, ოღონდ არა შინიდან გასვლის წინ.
ნაღების კარაქის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის უმარილო ბადექონი.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი