ერთი უხუცესი მამაკაცის დახმარებით, მოწევას სამუდამოდ დავანებე თავი...

18 წლიდან ვეწეოდი სიგარეტს. ცოტ-ცოტას ვვარჯიშობდი, სასმელს არ ვეტანებოდი და ამგვარად ფორმას ვინარჩუნებდი, მაგრამ წლებს მაინც თავისი მიაქვს... 55 წლისას ქრონიკული ბრონქიტი დამემართა. ექიმებმა მირჩიეს, რაც შეიძლება სწრაფად დამენებებინა თავი სიგარეტისთვის. რა აღარ ვცადე, სპეციალურ წამლებსაც ვიღებდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
ერთ დღეს ეზოში შეკრებილ მეზობლებს შევჩივლე ჩემი გასაჭირი და ერთმა 100 წელს მიტანებულმა პაპამ ასეთი წამალი მასწავლა:

  • ვიღებთ 2 კოვზ შვრიას, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, წამოვადუღებთ, გავაცივებთ და კიდევ ერთხელ გავაცხელებთ. ცეცხლიდან ისე გადმოვდგამთ, ადუღებას არ დავაცდით. ამის შემდეგ დავდგამთ 1 საათით და გავწურავთ. ვიღებთ 1/3 ჭიქას დღეში ერთხელ, 3-4 კვირის განმავლობაში.

  • კარგია ევკალიპტის ფოთლების ნაყენიც: 1 სადილის კოვზ ფოთოლს ვასხამთ 2 ჭიქა მდუღარეს, 1 საათით ვაყენებთ, გავწურავთ, დავუმატებთ 1 სადილის კოვზ თაფლსა და 1 სადილის კოვზ გლიცერინს. ვიღებთ 1/4 ჭიქას დღეში 5-6-ჯერ, 3-4 კვირის განმავლობაში.

  • რამდენჯერაც სიგარეტის მოწევა მოგინდებათ, პირში სასმელი სოდის წყალხსნარი (1 სადილის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალზე) გამოივლეთ.

    ბალზამი მწეველთათვის:
  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი ჩაი, 0,5 ჩაის კოვზი ვარდკაჭაჭა, 0,5 ჩაის კოვზი ჭინჭარი, 0,5 ჩაის კოვზი პიტნა და 1/4 ჩაის კოვზი კატაბალახა. აურიეთ ერთმანეთში და დახურულ ქილაში შეინახეთ. როცა მოწევა მოგინდებათ, აიღეთ 1 ჩაის კოვზი ეს ნარევი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 8-10 წუთით დააყენეთ.

  • 1 სადილის კოვზ უმ გახეხილ ჭარხალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ქიშმიში, 1 ჩაის კოვზი თაფლი და წვრილად დაჭრილი ლიმონი, აურიეთ ერთმანეთში და მიაყოლეთ ჩაის. მკურნალობის პირველ სამ დღეს არ შეიძლება მარილიანის, ხორცისა და შებოლილი პროდუქტების მიღება.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი