აირჩიეთ თქვენთვის სიმპათიური მამაკაცი და გაიგეთ როგორი ხართ სინამდვილეში

ყოველ ჩვენგანს გარკვეული ტიპის მამაკაცი მოსწონს. ვიღაცას ზედმეტად რბილი ხასიათის, ვიღაცას კი პირიქით უფრო მამაკაცური. რთულია იპოვო იდეალური ადამიანი, განსაკუთრებით კი მამაკაცი. სწორედ ამიტომ იდეალურ გულისსწორს ფილმებსა და სერიალებში ვეძებთ. იქ ყველა "დავარცხნილები" და "დახვეწილები" არიან, რადგან ყველა საუკეთესო პარტნიორს ეძებს. 

ვინ იფიქრებდა, რომ მამაკაცის არჩევა პირადად ჩვენზე ბევრ რამეს ამბობს. მზად ხართ შეამოწმოთ? FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ ცოტათი გართობას, აირჩიეთ მოცემულ კანდიდატებს შორის თქვენთვის უფრო სიმპათიური მამაკაცი! ორი არ შეიძლება, შეეცადეთ აირჩიოთ ის, ვინც ყველაზე მეტად მოგწონს. თუ არავინ აირჩიეთ, წაიკითხეთ თქვენ შესახებ საინტერესო რამ ქვემოთ მოცემულ ტექსტში. 

აირჩიეთ თქვენთვის სიმპათიური მამაკაცი და გაიგეთ როგორი ხართ სინამდვილეში

ტესტის შედეგები

  1. რიჩარდ გირი ფილმიდან "ლამაზმანი"

    უდაოდ, თქვენ მამაკაცში გონიერებას და ერთგულებას აფასებთ. თქვენთვის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია - ნდობა პარტნიორებს შორის. თქვენ იმ ქალებს შორის ხართ, ვისაც უყვარდება მთელი ცხოვრება. არ არსებობს უფრო ერთგული ქალი, ვიდრე ქალი, რომელსაც მამაკაცის ეს ტიპი მოსწონს. 
    მსუბუქი და გულწრფელი ხართ, მარტივად არავის ენდობით, პარტნიორმა თქვენი ნდობა უნდა დაიმსახუროს. სწორედ ასეთი ქალები შთააგონებენ მამაკაცებს გამოიმუშაონ ფული. 



  2. პაველ პრილუჩნი - თავიდან გაზრდილი ცუდი ბიჭი ფილმიდან "მაჟორი"

    თქვენ მთელი სულითა და გულით გიყვარდებათ. კარგი დიასახლისი ხართ და ბავშვებში სულს დებთ. თუმცა თქვენი მამაკაცი ადვილად ეგუება ყველაფერს კარგს, რასაც სთავაზობთ და ბოლოს თქვენ ძალისხმევას არ აფასებს. და ამაოდ! თუ მამაკაცი სათანადოდ დაგაფასებთ, მთების გადაადგილებასაც შეძლებთ... ამასთან ისე იფურჩქნებით, რომ ყველაზე არამიმზიდველ ჩაცმულობაშიც ბრწყინვალედ გამოიყურებით. ურთიერთობაში რომანტიკას აფასებთ და დიდი ბედნიერებით ელოდებით მამაკაცს, რომელიც ამას მოგცემთ. 



  3. ბურაქ ოზჩივიტი  - თურქული სერიალების პოპულარული გმირი
    თქვენ ქარიზმატული ქალი ხართ, ძლიერი ხასიათით. მაგრამ სიყვარულში ამის გამოვლენა არ გიყვართ. გსურთ გვერდით თქვენზე ძლიერი მამაკაცი გყავდეთ. ვნებიანი, გულწრფელი მამაკაცი თვალებით, რომელიც ნებისმიერს დაატყვევებს. ურთიერთობაში უპირატესობას ანიჭებთ რომ მამაკაცმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. ახალგაზრდობაში ასეთი ტიპის ქალები ხშირად იწვებიან და უყვარდებათ უფრო სუსტი ხასიათის მამაკაცები და, სავარაუდოდ, მათთან იტანჯებიან. 



  4. ვიაჩესლავ ტიხონოვი საბჭოთა კავშირის ფილმიდან "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება"

    მამაკაცი, როგორც მყარი კედელი - აი, რასაც თქვენ ეძებთ. და ჩვეულებრივ ასეც ხდება. შეგიძლიათ გაუგოთ და აპატიოთ ბევრი რამ, თუმცა თუ გაიგებთ რომ გიღალატათ არასდროს პატიობთ, მაშინაც კი თუ ამ მამაკაცთან რჩებით. "მთავარია ამინდი სახლში" - ხშირად ამბობენ ადამიანები, რომელთაც ასეთი მამაკაცები მოსწონთ. და ხშირად ეს ამინდი ქალების დამსახურებაა. 



  5. თუ აქედან არცერთი ტიპი არ მოგწონთ

    თქვენ აფასებთ გულწრფელობას ურთიერთობაში, თუნდაც მწარე, მაგრამ იყოს სიმართლე. თქვენ იმ ქალებს შორის არ ხართ, ვინც წლები იცხოვრებს ადამიანთან, რომელიც არ უყვარს. გსურთ განვითარდეთ თავად და პარტნიორი თქვენთან ერთად. გიყვართ საინტერესო მამაკაცები, რომელთაც შეუძლიათ გემოვნებიანად ჩაცმა და კარგად იქცევიან ქალებთან. ზოგჯერ დაუფიქრებელი და უცნაური ქცევები გახასიათებთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ იცვლება. თქვენ ცოტათი უფრო მეტად ჯადოქარი ხართ, ვიდრე სხვა ქალები. 




თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა