თქვენ 2 კვირაში ათიოდე კილოგრამით მსუბუქი გახდებით, თუ ამ გეგმის მიხედვით დაიწყებთ კვებას.

ლამაზი ფიგურის მოსაპოვებლად ქალბატონების ურმავლესობა სხვადასხვა ხრიკებსა და ხერხებს მიმართავს, თუმცა ისინი საერთოდ არ ითვალისწინებენ საკუთარ ჯანმრთელობას. არცერთი გამოცდილი ექიმი და დიეტოლოგი საკუთარ პაციენტს არ ურჩევს მკაცრი დიეტების დაცვას, რადგან გარდა იმისა, რომ მკაცრი აკრძალვებით საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების რისკი ძალიან მაღალია, ხანმოკლე დროში დაკლებული კილოგრამები უკან ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდება.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ კვების იდეალურ გეგმას 14 დღისთვის. თუ თქვენ ამ რეკომენდაციებს დაიცავთ და დაიწყებთ ქვემოთ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით კვებას, ზედმეტი კილოგრამები ხანმოკლე დროში უკვალოდ გაქრება, თანაც გაიუმჯობესებთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. თუ უკვე დიდი ხანია რაც ლამაზ ფიგურაზე ოცნებობთ, აუცილებლად დაიცავით ეს დიეტა. სასიამოვნო ცვლილებები გარანტირებულია!

დიეტა იდეალური სხეულისთვის

თქვენ 2 კვირაში ათიოდე კილოგრამით მსუბუქი გახდებით, თუ ამ გეგმის მიხედვით დაიწყებთ კვებას.

  1. 1-ლი დღე: შეგიძლიათ მიირთვათ 2 ან 3 კარგად მოხარშული კვერცხი. ხილი და ბოსტნეული განუსაზღვრელი რაოდენობით.




  2. მე-2 დღე: 1 ლიტრი უცხიმო კეფირი და 500 გრამი უცხიმო ხაჭო. იკვებეთ მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით.



  3. მე-3 დღე: 1 ლიტრი კეფირი და 1 ლიტრი ხილის წვენი (მოამზადეთ თავად). ნედლი ბოსტნეული განუსაზღვრელი რაოდენობით.




  4. მე-4 დღე: 500 გრამი ქათმის ფილე ან თევზი, 1 ლიტრი კეფირი.



  5. მე-5 დღე: მხოლოდ ხილი და ნედლი ბოსტნეული განუსაზღვრელი რაოდენობით.



  6. მე-6 დღე: 1 ლიტრი კეფირი, 400 ან 500 გრამი ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად (სურვილისამებრ).



  7. მე-7 დღე: ხილი და ბოსტნეული განუსაზღვრელი რაოდენობით.



  8. მე-8 დღე: 300 გრამი ქათმის ფილე, 1 მოხარშული კვერცხი, ბოსტნეული სალათი სასურველი რაოდენობით.





  9. მე-9 დღე: ხილი განუსაზღვრელი რაოდენობით, 150 გრამი საქონლის ხორცი, სასურველი რაოდენობით კიტრისა და პომიდვრის სალათი მცენარეული ზეთით.





  10. მე-10 დღე: 150 გრამი თევზი, 2 პატარა ნაჭერი ჭვავის პური, სასურველი რაოდენობით პომიდვრისა და კიტრის სალათი მცენარეული ზეთით, ნახევარი ლიტრი კეფირი.




  11. მე-11 დღე: 2 მოხარშული კვერცხი, 150 გრამი საქონლის ხორცი, 4 პატარა ნაჭერი ჭვავის პური, ბოსტნეულის სალათი, ნახევარი ლიტრი კეფირი.





  12. მე-12 დღე: 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული განუსაზღვრელი რაოდენობით.



  13. მე-13 დღე: 300 გრამი ქათმის ფილე, 2 კვერცხი, ბოსტნეული სალათი განუსაზღვრელი რაოდენობით.




  14. მე-14 დღე: 4 ცალი მოხარშული კარტოფილი, ხილი და ბოსტნეული განსუაზღვრელი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი.



ამ 14 დღის განმავლობაში თქვენ კვების რაციონში აუცილებლად უნდა ჩაამატოთ მინერალური წყალი და უშაქრო მწვანე ჩაი.