თირკმელების სამკურნალოდ შესანიშნავი ხალხური საშუალებები მასწავლეს

ახალგაზრდობიდანვე მაწუხებს თირკმლები. დილაობით ისეთი შეშუპებული სახით ვიღვიძებდი, იფიქრებდით, ღამე სმაში გაუთენებიაო. ზოგჯერ სამსახურში წასვლისაც კი მერიდებოდა. დროდადრო შეშუპების საწინააღმდეგო ნიღაბს ვიკეთებდი, მაგრამ კოსმეტიკა ისე არ მშველოდა, როგორც დასალევი საშუალებები - ალბათ იმიტომ, რომ პრობლემას ორგანიზმში ღრმად ედგა ფესვები. ერთხანს შვიტისა და არყის ხის ფოთლების ნახარშს ვსვამდი, მერე ერთი მცენარეული ნარევი მასწავლეს, რომელიც ძალიან მომიხდა. მინდა, ეს რეცეპტი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო.

  • აიღეთ 5 გ ვირისტერფას ფოთოლი, დაასხით 2 ჭიქა წყალი და ადუღეთ 5-7 წუთი. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

  • ვირისტერფას ფოთლები გარეცხეთ, დამდუღრეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და გამოწურეთ. შემდეგ გამონაწური წყალში გააზავეთ (1:1) და 2-3 წუთი ადუღეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსია 7-10 დღე.

  • 40 გრამ ვირისტერფას შეურიეთ ამდენივე ჟოლოს ნაყოფი და 20 გ თავშავა. 1 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ ნახევარლიტრიან მინის ქილაში, ნახევრამდე ფრთხილად შეავსეთ მდუღარე წყლით და 15 წუთი მდუღარე წყლისავე აბაზანაში გააჩერეთ. რომ შეგრილდება, რამდენიმეკეც დოლბანდში გაწურეთ (დოლბანდში ჩარჩენილი ბალახიც კარგად გამოწურეთ) და დალიეთ. ეს ნაყენი მოამზადეთ ძილის წინ და მაშინვე მიიღეთ.

    სელის თესლი თირკმლებს კენჭებისგან წმენდს

  • აიღეთ 1 ჩაის ჭიქა დაფქული სელის თესლი, დაასხით 3 ჩაის ჭიქა რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ურიეთ, ვიდრე ქვაბში 1 ჩაის ჭიქა ნახარში არ დარჩება. გადაწურეთ და მიიღეთ დილით, უზმოზე. სვით ქვაბში 1 ჩაის ჭიქა ნახარში არ დარჩება. გადაწურეთ და მიიღეთ დილით, უზმოზე. სვით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში. მერე 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. კენჭები ორგანიზმიდან გამოვა. ერთი წლის შემდეგ მთელი კურსი გაიმეორეთ.
    მკურნალობა შედეგიანი რომ იყოს, რაციონიდან ამოიღეთ ცხარე და შემწვარი კერძები.

დამატებითი ინფორმაცია (1)
თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
admin თარითი:14 იანვარი 2018 12:34

ვირისტერფა უძველესი მკურნალი

ვირისტერფა რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა. ფესვებთან ახლოს მდებარე ფოთლები, რომლებიც მცენარეს ყვავილობის შემდეგ გამოაქვს, მომრგვალო, გულის ფორმისაა, არათანაბრად დაკბილული და მკვრივი, ქვედა მხარეს შეხებისას თბილი გვეჩვენება, ზედაპირი კი რამდენადმე შიშველი და ცივი აქვს. ვირისტერფა გავრცელებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, კავკასიაში, ციმბირსა და შუა აზიაში.

იზრდება ტენიან თიხნარ ნიადაგზე, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე, გზისა და ხევის პირებზე, მინდვრებსა და მდელოებზე, დამშრალი ჭაობების ადგილას. სამკურნალოდ ვარგისია ვირისტერფას ფოთლები, რომლებსაც კრეფენ ზაფხულის პირველ ნახევარში (ივნის-ივლისში), კალათის დათესლიანებიდან 2-3 კვირის შემდეგ.

ვირისტერფას ფოთლები შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს, გლიკოზიდ ტუსილიაგინს, ინულინს. ფოთლების ნაყენი ძლიერი ამოსახველებელი მოქმედებით გამოირჩევა. მას უძველესი დროიდანვე იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებათა დროს.



ცოტა რამ ისტორიიდან
ვირისტერფას როგორც სამკურნალო მცენარეს ჯერ კიდევ ძველ რომში იცნობდნენ. მას იყენებდნენ ჰიპოკრატე, დიოსკორიდე, თანაც არა მხოლოდ ფოთლებს, არამედ ფესვებსაც. მცენარის ამ


ნაწილისგან ამზადებდნენ ნაყენს, რომელიც "გულმკერდის სხვადასხვა დაავადების", ხველის, სურდოს, გაციების, ცხელების, ხვრინვის, მოხრჩობის საუკეთესო წამალი იყო. ძველი დროის მკურნალთა დაკვირვებით, ვირისტერფას ნახარში ათხევადებს სქელ ნახველს, ხელს უწყობს ორგანიზმს სითბოს შენარჩუნებაში, ახორცებს გარეგან და შინაგან ჭრილობებს. ნახარშის დალევა სასარგებლოა სასქესო ორგანოებიდან ჩირქდენის, აგრეთვე - თირკმელების ძლიერი ტკივილისა და სხვადასხვა სახის დაზიანების დროს.



სამკურნალო ეფექტი
დიდი ოდენობის ლორწოს შემცველობის გამო ვირისტერფა ავლენს შემომგარსველ მოქმედებას პირის ღრუსა და ხახის ლორწოვან გარსზე და იცავს მას გაღიზიანებისაგან. გარდა ამისა, ლორწო, საპონინები და ორგანული მჟავები ათხიერებენ ზედა სასუნთქ გზებში არსებულ ნახველს, აღადგენენ ტრაქეასა და ბრონქებში მოციმციმე ეპითელიუმის ბუნებრივ მოძრაობას, ხელს უწყობენ ანთების პროდუქტების სწრაფ ევაკუაციას და საგრძნობლად აადვილებენ ნახველის ამოღებას. მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინოიდებსა და სტეარინებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი - ამცირებენ ლორწოვანი გარსების ჰიპერემიას (სიწითლეს) და აქტიურად ზემოქმედებენ ანთებითი პროცესის სხვადასხვა ფაზაზე. ვირისტერფას ნაყენს, როგორც შემომკვრელ-შემომგარსველ საშუალებას, ძლიერი ეფექტი აქვს კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც.

ხალხური მედიცინა მას იყენებს არა მხოლოდ ბრონქიტის, პნევმონიის, პლევრიტის, ფილტვის ტუბერკულოზისა და სასუნთქი გზების სხვადასხვა პათოლოგიის, არამედ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების, აგრეთვე კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის, კუჭის კატარის, შარდის ბუშტისა და თირკმლის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდაც. ვირისტერფა აშუშებს დამწვრობას, წყლულებსა და ფურუნკულებს. მას წარმატებით იყენებენ აგრეთვე მასტიტისა (სარძევე ჯირკვლის ანთება) და წითელი ქარის სამკურნალოდ, თმის ძირების გასამაგრებლად თმის ცვენის დროს.



მომზადებისა და მიღების წესები


ფოთლების ნაყენი
აიღეთ 5 გ (ერთი სადილის კოვზი) ვირისტერფას ფოთოლი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და წყლის აბაზანაში 15 წუთს გააჩერეთ. ხშირ-ხშირად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ. გადაწურეთ, ფოთლებიც მაქსიმალურად გამოწურეთ. მიღებული ნაყენი ადუღებული წყლით 200 მლ-მდე შეავსეთ. შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. როგორც ამოსახველებელი საშუალება, უნდა მიირთვათ თბილ-თბილი, 1/3-1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.


ფოთლების ნახარში
აიღეთ 5 გ ვირისტერფას ფოთოლი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 10 წუთს ადუღეთ, შემდეგ 10-15 წუთს ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.


ფოთლების წვენი
აიღეთ მაისის ან ივნისის ფოთლები, კარგად გარეცხეთ, მდუღარე წყალი გადაავლეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და მაქსიმალურად გაწურეთ. მიღებული წვენი წყლით გააზავეთ (პროპორციით 1:1) და 3 წუთს ადუღეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ, ერთი სადილის კოვზი. მკურნალობის კურსი მოიცავს 7-10 დღეს.


ყვავილების ნაყენი
ვირისტერფას ყვავილებს ადრე გაზაფხულზე კრეფენ, აუცილებლად მზიან დღეს და შუადღისით ან ნაშუადღევს. სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად ახალდაკრეფილი ყვავილები და ალკოჰოლი თანაბარი მოცულობით უნდა აიღოთ, ხოლო ნაყენი 7 დღის განმავლობაში სიბნელეში გააჩეროთ. უნდა სვათ 30-40 წვეთი ჭამამდე 15 წუთით ადრე.
წყარო: mkurnali.ge
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა