ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა

თუ ადამიანის არამიმზიდველ თვისებებზე ვისაუბრებთ მაშინ ამპარტავნობა და მედიდურობა სიის თავში მოექცევა. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა არასასიამოვნოა, ამიტომ მათ თავს არიდებენ და ცდილობენ ნაკლები შეხება ჰქონდეთ. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ ასტროლოგების მიხედვით, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ზოდიაქოს 5 ნიშანს. ეძებეთ მათ შორის საკუთარი თავი და თქვით, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს. 

  1. ვერძი
    ვერძის ქედმაღლობა ხელიხელ ჩაკიდებული მიდის მის თვითკმაყოფილებასთან: "მე უეჭველი მართალი ვარ, თქვენ კი ყოველთვის შეცდომას უშვებთ". ის ისეთი პომპეზური არაა, როგორც ლომი და კოშმარულად ჯიუტი, როგორც კურო, მაგრამ მისი გადაჭარბებული თავდაჯერებულობა გარშემომყოფებს აღიზიანებს. არც ეცადოთ ვერძთან რამეს განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭკუიდან გადახვალთ, მაგრამ ვერაფერს დაუმტკიცებთ. ის არასდროს და არაფრის დიდებით არ დათმობს მაშინაც კი თუ ნამდვილად დამნაშავეა. ვერძი, მისივე აზრით ყოველთვის უტყუარია. 


  2. კურო
    როცა კუროს თვითკმაყოფილებაზე ვსაუბრობბთ, ეს მის გარეგნულ მხარეს ეხება. ამ მხრივ ის ყველაზე დიდი ამპარტავანი არის ამპარტავნებს შორის, მაშინაც კი თუ მისი გარეგნობა მომხიბვლელობასთან ახლოსაც არ მივა. კუროს ეს არ აწუხებს, რადგან საკუთარი თავი დიდად უყვარს. ამპარტავნობა - მისი მეორე სახელია, სიჯიუტე კი - მისი არსი. თვითკმაყოფილების უკიდურესი გამოვლენის დროს კურო უბრალოდ უსიამოვნო და აუტანელი ადამიანია, სწორედ ამიტომ კუროსგან გარშემომყოფები თავს შორს იჭერენ. 


  3. ლომი
    რატომ არის ლომი თავხედი, ამპარტავანი და თავდაჯერებული? რთულია ამ კითხვას ვინმემ უპასუხოს. ზოდიაქოს ეს ნიშანი ყოველთვის მოაბიჯებს როგორც ფარშევანგი ყელმოღერებული და ფრთებ გაშლილი. ცდილობს საკუთარ თავს მეტი წონა, მნიშვნელობა და ფასეულობა მიანიჭოს, თუმცა საქმე ყოველთვის ასე არაა. გაიხსენეთ ლომი "ჯადოსნური ზურმუხტის ქალაქიდან". მის გაბედულ გარეგნობაში სუსტი გული იმალება. ყალბი და ტყუილი ყეყეჩობა ახლოსაც ვერ მივა ნამდვილ სიამაყესთან და მამაცობასთან. 


  4. ქალწული
    ქალწულის "ავადმყოფობა" - ეს მისი ამპარტავნობა არის. ასეთი შრომისმოყვარე, პერფექციონისტი და წესრიგის მოყვარული ადამიანისგან მსგავსი თვისება გასაკვირია, მაგრამ ქალწული წმინდანებს შორის თავს ყველაზე წმინდად მიიჩნევს: ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მართალი, ყველაზე შრომისმოყვარე, ყველაზე მოწესრიგებული - თუმცა ეს ყოველთვის სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, მას ბევრი ნაკლი აქვს, რომელთაც გულმოდგინედ მალავს და საერთოდ არ აღიარებს, რადგან გულწრფელად სწამს რომ გარშემომყოფებს შორის საუკეთესოა. 


  5. სასწორი
    ზემოთ მოცემულ ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით სასწორის თვითკმაყოფილება თვალში არ გვხვდება. მიუხედავად ამისა, საკუთარი თავით ყოველთვის აღფრთოვანებულები არიან. პრობლემა იმაშია, რომ მათი მომხიბვლელობა იმდენად დიდია, ვერც კი ხვდებით, მათ უკან ეგოიზმი და საკუთარი თავის სიყვარული რომ იმალება. თუ ამას შეამჩნევთ, თქვენ გაოცებული იქნებით. საკუთარი ინტერესების გამო სასწორს ​სხვებით მანიპულირება შეუძლია, ამას დიპლომატის და მშვიდობისმყოფელის ნიღაბს ამოფარებული  ძალიან თავხედურად აკეთებს. 

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა