ხანძარმა ამ ქალის სამი ქალიშვილი იმსხვერპლა. 3 წლის შემდეგ მან შემთხვევით სარკეში ჩაიხედა. 

მადონა ბედჯერს 2011 წელს ყველაფერი ჰქონდა. ის საკუთარ სარეკლამო სააგენტოს ხელმძღვანელობდა, რომლის სერვისებით ცნობილი მოდური ბრენდები სარგებლობდნენ. 
მადონა სამ გოგოს ზრდიდა, თავის მოხუცებულ მშობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო შეყვარებულს მასზე სული ამოსდიოდა. მაგრამ შობას მომხდარმა ტრაგედიამ ბიზნეს-ლედის ცხოვრება დაანგრია. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლო მან კოშმარიდან გამოსვლა!



შობას მთელი ოჯახი ერთად შეიკრიბა. 9 წლის ლილი 7 წლის ტყუპ დებთან გრეის და სარას ერთად მოახლოებული დღესასწაულის გამო მხიარულობდნენ. 71 წლის მადონას მამა ლომერი და 69 წლის დედა პაულინა ბავშვებთან ერთად ერთობოდნენ. თავად ბედჯერზე კი ახალი შეყვარებული, სამშენებლო კონსტრაქტორი მაიკლი ზრუნავდა. 



საღამომ მშვენივრად ჩაიარა, მაგრამ ღამე ნამდვილი ჯოჯოხეთი დატრიალდა. სამ საათზე მადონამ ოთახში დაგროვებულმა კვამლმა გააღვიძა. როგორც გაირკვა, ამ დროისთვის მისი მშენებარე სახლი უკვე ფერფლად იქცა. გარეთ გამოსული გოგოების ოთახისკენ გაეშურა, მაგრამ უკვე გვიანი იყო...



ხანძარმა არა მხოლოდ მისი გოგოები, არამედ მშობლებიც იმსხვერპლა. მხოლოდ მაიკლის და მადონას გადარჩენა მოახერხეს. უნუგეშო დედას ტყიდან მეხანძრეები ექაჩებოდნენ. მეხანძრეებს რომ არ მოესწროთ ბედჯერი თავისი გოგოების ბედს გაიზიარებდა.



შემდეგი წლები ქალისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ადამიანები, რომლებიც მის ტანჯვას უყურებდნენ, დარწმუნებული იყვნენ რომ ბედჯერი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა - იმდენად არ სურდა მას სიცოცხლე ასეთი ტრაგედიის შემდეგ. 

თავად მადონამ აღიარა, რომ რამდენჯერმე ზღვარს იყო. სუიციდისგან ერთი აზრი აკავებდა, რომ ასეთი სიკვდილის შემდეგ იმქვეყნად თავის გოგოებს ვერ ნახავდა. 



გამოძიებამ აჩვენა, რომ ხანძარი ბუხართან დადებულ ქვანახშირის ყუთიდან და ფერფლიდან დაიწყო, რომელიც მაიკლმა დაძინებამდე ჩააწყო. როგორც გაირკვა, სახლში სახანძრო სიგნალიზაცია არ იყო, მასზე უბრალოდ ეკონომია გააკეთეს. 



მამაკაცი კი ამ სახლს შეყვარებულის და მისი ოჯახისთვის აშენებდა. აი ამიტომ მადონას ყოფილმა ქმარმა, გოგოების მამამ მაიკლს სასამართლოში უჩივლა. მაიკლი 5 მლნ დოლარით დააჯარიმეს. 



ტრაგედიიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ბიზნეს-ლედიმ მომხდართან შეგუება შეძლო. ერთ მშვენიერ დღეს, სააბაზანოში სარკის წინ უბედურმა ხმამაღლა ტირილი დაიწყო, შემდეგ კი სარკეში მისი გოგოები დაინახა. 

მადონა ამბობს, რომ მაშინ გოგოებთან გასაუბრებაც შეძლო. მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვა მადონამ სულიერი სიმშვიდე. 
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა