ეს უძლიერესი საშუალება სწრაფად მოიყვანს მწყობრში სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს.

ხალხურ მედიცინაში დარიჩინი ცნობილია, როგორც დიაბეტის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური პროდუქტი. როდესაც ოჯახის მეგობარმა ექიმმა მირჩია, შაქრის დონის დასარეგულირებლად კვების ყოველდღიური რაციონი ამ სანელებლით გამემდიდრებინა, მის მიმმართ სკეპტიკურად განვეწყე, თუმცა ცდად ნამდვილად ღირდა. ყოველდღიურად დარიჩინის მიღების შედეგად სისხლში შაქრის დონე საგრძნობლად შემიმცირდა, თუმცა მისი მაჩვენებელი ნორმისგან მაინც შორს იყო.

ინტერნეტ სივრცეში უამრავი ინფორმაციის მოძიების შემდეგ გადავწყვიტე, ეს საოცრად არომატული და სასარგებლო სანელებელი არა კერძებთან, არამედ წყალთან და ბამისთან (ოკრასთან) ერთად მიმეღო. 1 კვირიანი ყოველდღიური პროცედურების შემდეგ სისხლში შაქრის დონის მაჩვენებელი ნორმასთან ახლოს იყო. ჩემ გაოცებასა და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...

ბამი, იგივე ოკრა - ერთწლიანი მცენარე, რომელიც ჩვენთან დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, თუმცა ის ფართოდ მოიხმარება ამერიკაში. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოცემული მცენარე საოცრად ეფექტურია შაქრიანი დიაბეტის წინააღმდეგ საბრძოლველად.

2011 წელს სამეცნიერო ჟურნალ ''Journal of Pharmacy and Bio-allied Science''-ში დაბეჭდილი სტატიის თანახმად, ბამი (ოკრა) საუკეთესო ნატურალური პროდუქტია დიაბეტის სამკურნალოდ და სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად.

ოკრა ათავისუფლებს ჩვენს ორგანიზმს ''ცუდი'' ქოლესტერინისგან და ტოქსინებისგან, გვარიდებს თავიდან ყაბზობასა და მეტეორიზმს, კურნავს კუჭის წყლულებს და სტიმულირებს პრობიოტიკული ბაქტერიების გამრავლების პროცესს მსხვილ ნაწლავში.

ცნობისთვის, ეს საოცრად სასარგებლო მცენარე მდიდარია A, B1, B2, B6 და C ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, თუთიითა და კლაციუმით. თითოეული ვიტამინი და მინერალი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.

რაც შეეხება დარიჩინს, ტეხასის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ეს უძლიერესი ნატურალური საშუალება კურნავს უამრავ დაავადებას, მათ შორის: გაფანტულ სკლეროზს, მენინგიტს, ალცჰეიმერისა და პარკინსონის დაავადებას, თავიდან გვარიდებს თავის ტვინის კიბოს, გვიუმჯობესებს მეხსიერებას და კოგნიტურ ფუნქციებს. გასაოცარია, არა?

როგორ შევიმციროთ შაქრის დონე სისხლში?

ინგრედიენტები:

  • 4 ოკრა;
  • 200 მლ გაფილტრული ან ანადუღარი წყალი;
  • 1 ჩ.კ. ცეილონის დარიჩინი.

ინსტრუქცია:

ოთხივე ოკრა გაჭერით შუაზე, მოაჭერით ბოლოები, მოათავსეთ ქილაში და დაასხით 200 მლ წყალი. ქილას მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე მთელი ღამით.

მეორე დილას წყლიდან ამოიღეთ ოთხივე ნაყოფი, ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი ცეილონის დარიჩინი, კარგად გადაურიეთ და მიიღეთ შინაგანად უზმოზე, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

ყოველდღიურად 1 ჭიქა ასეთი სასმელის მიღების შედეგად უკვე ერთ კვირაში სისხლში გლუკოზის დონე საგრძნობლად შემცირდება, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

თუ თქვენ ჰიპერტონიკი ხართ, შეიკავეთ თავი ამ საშუალების მიღებისგან, რადგან თქვენთვის დარიჩინი უკუჩვენებითია.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა