უნიკალური ხალხური რეცეპტები თმის ცვენის და ქერტლის სამკურნალოდ

20 წლისას თმის ცვენა დამეწყო. თავდაპირველად ბევრს არც კი სჯეროდა, რომ ასეთ ასაკში შესაძლებელი იყო თმის ინტენსიური ცვენა, მაგრამ როდესაც შუბლს ზემოთ თმა ისე შემითხელდა, კანი გამოჩნდა, ახლობლების დასარწმუნებლად ხმის ამოღება აღარ დამჭირვებია. ათასი რამ ვცადე, მაგრამ როდესაც მნიშვნელოვანი უკეთესობა ვერ ვიგრძენი, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და ხალხურ მედიცინას მივმართე. და მართლაც შესანიშმნავი საშუალებები აღმოვაჩინე, რომელსაც დღეს უკვე აქტიურად ვიყენებ და იმავეს ვურჩევ ყველას, ვისაც თმის ცვენა ჩემსავით უმწარებს სიცოცხლეს.

  • 25 გრამი ხმელი დაქუცმაცებული წიწმატურა ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, ჩადგით წყლის აბაზანაში 20 წუთით, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე, გაწურეთ, ჩაასხით საცობიან მინის ჭურჭელში. შეინახეთ არა უმეტეს ორი დღისა. შეიზილეთ თმის ძირებში კვირაში არანაკლებ ორჯერ. მკურნალობის კურსი 2 თვე გრძელდება.

  • აიღეთ 3 სუფრის კოვზი უცხიმო კეფირი და გვირილის ნაყენი (2 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი), აურიეთ, წაისვით სუფთა თმაზე, შეიზილეთ თმის ძირებშიც, დაიხურეთ პოლიეთილენის პაკეტი და 20 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და უკეთესი ეფექტის მისაღებად გადაივლეთ გვირილის სუსტი ნაყენი (1 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი).

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 15 წუთით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიღებული ნახარში კვირაში ერთხელ თმაში შეიზილეთ.
    ეს ნაყენი ჭარბ ცხიმიანობასაც უხდება - დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ცხიმიანობა საგრძნობლად იკლებს.

  • 2 სადილის კოვზი ქაცვის ფოთოლსა და ნაყოფს დაასიხთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 2-4 საათით დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში და შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ დილა-საღამოს 150 გრამი ჭამამდე. პარალელურად ძილის წინ თმაშიც უნდა შეიზილოთ.

  • ქერტლი რომ მოიცილოთ და თმის ცვენა შეგიჩერდეთ, კვირაში 1-2-ჯერ თმის ძირებში შეიზილეთ 2-3 სურფის კოვზი ახალგამოწურული ხახვის წვენი. შემოიხვიეთ თმაზე პირსახოცი და 1 საათის შემდეგ ( თუ ცხიმიანი თმა გაქვთ - 2-3 საათის შემდეგ ) თბილი წყლით და შამპუნით ჩამოიბანეთ.

  • თმის ცვენას აჩერებს შემდეგი ნარევიც: წვრილად გახეხეთ ხახვი. 4 წილ ხახვის ფაფას შეურიეთ 1 წილი თაფლი, შეიზილეთ თმის ძირებში და 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უსაპნოდ. პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ რეგულარულად.

  • ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში ხახვის ფურცელი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 20 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ ნახარშს 2 ჩაის კოვზი გლიცერინი და 2-3 კვირის განმავლობაში ყოვლდღიურად შეიზილეთ თმის ძირებში.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა