სხეულის გაწმენდა და გაჯანსაღება ასე მარტივი ჯერ არ ყოფილა. 1 ს.კ. უზმოზე და ზედმეტი კილოგრამებიც ქრება.

ჩვენი ორგანიზმი გამუდმებით ებრძვის გარემოს, საკვები პროდუქტებისა და სასმელების ტოქსიკურ ზეგავლენას საკუთარი თავდაცვითი ძალებით. ეს პროცესი განუწყვეტლივ მიმდინარეობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რის შედეგადაც ჩვენი სხეული იფიტება და მას აღდგენა სჭირდება. როდესაც ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ტოქსინები და წიდები გროვდება, ირღვევა მისი ფუნქიონირება, რის შედეგადაც თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემა.



სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩავიტაროთ ორგანიზმის გამწმენდი სპეციალური დეტოქსიკაციის პროცედურები რეგულარულად. თუ თქვენ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, შეინარჩუნებთ ახალგაზრდობასა და სიჯანსაღეს მრავალი წლით.

ორგანიზმის გაწმენდა სახლის პირობებში



რა თქმა უნდა, დღესდღეობით აფთიაქებში მრავალი სპეციალური გამწმენდი პრეპარატის შეძენაა შესაძლებელი, თუმცა მათთვის უამრავი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება რაღაც გაცილებით უსაფრთხო და ეფექტური. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია სწორედ ერთ-ერთ ასეთ საშუალებას გაგაცნობთ.



ინსტრუქცია:

1. აადუღეთ 3 ჭიქა წყალი.

2. დაუწიეთ ცეცხლს და მდუღარე წყალში ჩაამატეთ 150 გრამი ქიშმიში და ამავე რაოდენობით შავი ქლიავის ჩირი.

3. განაგრძეთ დუღილი 15 წუთის განმავლობაში.



4. მოცემული დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან და გადაწურეთ. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ სითხე (ნახარში).

როგორ მივიღოთ ის?

ყოველ დილას, უზმოზე მიირთვით მომზადებული ნახარში 1 სუფრის კოვზის ოდენობით. უკვე რამდნიმე დღის შემდეგ თქვენ საწყის ცვლილებებს შენიშნავთ: არანაირი პრობლემა საჭმლის მონელებასთან, არანაირი ყაბზობა და მინუს რამდენიმე კილოგრამი.

რატომ შავი ქლიავი? მოცემული პროდუქტი არა უბრალოდ ადუნებს, არამედ გამოდევნის მსხვილი ნაწლავიდან მავნე ნივთიერებებს. გარდა ამისა, ის მდიდარია ვიტამინებით, რომლებიც გვიძლიერებს იმუნიტეტს, შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რომელიც აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესს და გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე. გარდა ყოველივე ამისა, შავი ქლიავის ჩირი აღადგენს მსხვილი ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორას.



რატომ ქიშმიში? ეს ნატურალური პროდუქტი შეიცავს ინულინს (ნატურალური ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატი), რომელიც გამოდევნის მსხვილი ნაწლავიდან მავნე ნივთიერებებს, სტიმულირებს თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობას.



ორგანიზმის გასაწმენდი ეს უნიკალური საშუალება საოცარი ეფექტურობით გამოირჩევა. თუ თქვენ რეგულარულად დეტოქსიკაციის ამ კურსს ჩაიტარებთ, შეძლებთ ორგანიზმის გაჯანსაღებას და გაძლიერებას.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა