რატომ იკვნეტს ფრჩხილებს ზოგიერთი ადამიანი?

ბევრი თვლის, რომ ჩვევა ფრჩხილების კვნეტა მღელვარების ნიშანია. "ალბათ ნერვიულობს ან რაღაცაზე ფიქრობს" - ასე ვმსჯელობთ, როცა ვხედავთ რომ ვიღაც თავის ფრჩხილებს იკვნეტს. თუმცა ეს ყოველთვის ასე არაა!

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამ ჩვევას უფრო ღრმა საფუძველი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივი მღელვარება. ასევე, ყველას, ვინც ფრჩხილებს იკვნეტს, ერთი საერთო აქვთ!



ცოტაოდენი ფაქტები

ფრჩხილების კვნეტა უსაფრთხო საქმე არაა. თუ შედეგად ღია და დაუმუშავებელი ჭრილობა რჩება, მასში ინფექცია ადვილად შეაღწევს. ერთი ბრიტანელი ასე განვითარებული ინფექციის გამო გარდაიცვალა. 



ეს იშვიათი ჩვევა არაა: ადამიანების 20-30% ფრჩხილებს იკვნეტს და მათგან უმეტესობა ქალია. 

ნერვიულობამ შეიძლება ეს ჩვევა გამოიწვიოს, თუმცა სხვა მიზეზიც არსებობს - დაბალი თვითშეფასება. საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანი ნერვიულობას იწყებს, რაც მას ფრჩხილების კვნეტისკენ უბიძგებს. დაუსრულებელ წრეს ჰგავს, არა?

მკვლევარები აცხადებენ, რომ ეს პროცესი მათ ამშვიდებს, მაგრამ მიზეზი, რის გამოც ეს ჩვევა ჩნდება, შეიძლება სხვადასხვა იყოს: ვიღაც მშობლებს, ძმებს ან დებს ბაძავს. ის შეიძლება იყოს შეძენილი და თანდაყოლილი, ან შეიძლება გართობის საშუალება, როცა ადამიანმა მოიწყინა. 

საინტერესო ფაქტი

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად ჭეშმარიტი პერფექციონისტები იკვნეტენ ფრჩხილებს. მათ ნერვები შეიძლება ნებისმიერი რამემ მოუშალოს - წარუმატებლობა, პარტნიორთან ჩხუბი ან რაღაც გეგმის მიხედვით არ წავიდა. 



პერფექციონისტი მუდმივი მოძრაობით სიამოვნებას გრძნობს, ამიტომ შემთხვევის არ არსებობა მათში ფრუსტრაციის გრძნობას და ფრჩხილების კვნეტის სურვილს იწვევს. 

რა უნდა გააკეთონ? პასუხი ძალიან მარტივია - სცადონ მოდუნება და ცხოვრებით ტკბობა. რა თქმა უნდა, ამის თქმა უფრო მარტივია, ვიდრე შესრულება - რაც არ უნდა მოვდუნდეთ ან ღრმად ჩავისუნთქოთ, ჩვენ გარშემო რაღაც მაინც სტრესს გამოიწვევს. ასეა ცხოვრება მოწყობილი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ჩაიქნიოთ. 

არსებობს მეთოდების სია, თუ როგორ მოვადუნოთ ტვინი და სხეული. YouTube-ის მომხმარებელი ინგრიდ ნელსონი თავის ვიდეოში ერთ-ერთი მეთოდის შესახებ ჰყვება - მაგ., ზოგჯერ აუცილებელია ყველა ელექტრონული მოწყობილობის (სმარტფონი, კომპიუტერი და ა.შ) გამორთვა  და მედიტაცია ან მოსადუნებელი ჩაის დალევა. შეხედეთ ამ ვიდეოს - შესაძლოა, ეს დაგეხმაროთ ცხოვრებაში სტრესთან ბრძოლაში. 



პერფექციონისტებს აღელვების და მსოფლიოს ცოტათი სრულყოფილად გახდომის მიზეზი ყოველთვის ექნებათ. რატომ? რადგან ის შექმნილია არასრულყოფილად. მაგრამ, ვიმედოვნებთ, ეს სტატია და ვიდეო დაგეხმარებათ იპოვოთ მეთოდი, ამ ჩვევის მოსაშორებლად. 
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა