ფოტოგრაფმა ამ წყვილის სურათებს რედაქტირება გაუკეთა. ახლა მათ სასამართლოში ჩივილი სურთ. 

ჯონ კისტლერი და კეტი ლიპოლდი - მომავალი ქმარი და ცოლი. დანიშვნამდე მათ 600 $-იანი საქორწილო პაკეტი შეიძინეს, რომელშიც ფოტოსესიაც შედიოდა. მათ სურათების გადაღების დიდი სურვილი არ ჰქონდათ, მაგრამ ფული უკვე გადახდილი იყო და სადღა წავიდოდნენ. 

გადაღების პროცესი წყვილსაც და ფოტოგრაფსაც მოეწონა. ისინი ერთად საუბრობდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ და ისტორიებს უზიარებდნენ. ორ საათში ყველა კადრი გადაიღეს, მაგრამ როცა კეტიმ გამზადებული ფოტოალბომი მიიღო, მის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. 



საქმე იმაშია, რომ ქალს 110 სურათიდან მხოლოდ მეოთხედი მოეწონა. ერთზე შუქი საკმაოდ ძლიერად თამაშობდა, მეორე უცნაური კუთხიდან იყო გადაღებული, მაგრამ ყველაზე მეტად წყვილი ერთმა სურათმა შეაცბუნა. 



ფოტოგრაფმა ლინდა სილვესტრმა საკუთარ თავს სურათების რედაქტირების უფლება მისცა, სადაც შეყვარებულები "შეამსუბუქა". კეტი ლიპოლდმა ეს მიიღო როგორც ფეტფობია - სავსე ფორმის მქონე ადამიანების სიძულვილი. დამკვეთი ვერ ხვდება, რატომ არს სურს ფოტოგრაფს მიიღოს ის, ისეთი როგორიც არის.



ჯონმა და კეტიმ უხარისხო ნამუშევრის გამო 150 $-ის უკან დაბრუნება მოითხოვეს, მაგრამ ფოტოგრაფმა თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ლინდა სილვესტრიმ მათ შეახსენა, რომ თავიდანვე შეეძლოთ კონტრაქტის გაუქმება, დახარჯული დროის გამო კი თანხის დაბრუნებას არ აპირებს. 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა