17 წლის დედამ 9 თვის ბავშვი ერთი კვირით სახლში მარტო დატოვა, თავად კი მეგობრებთან წავიდა. მეზობლები ანერვიულდნენ.

ცოტა ხნის წინ, როსტოვში ამაზრზენი შემთხვევა მოხდა. პოლიციელებმა კერძო სახლში 9 თვის ბავშვის გვამი აღმოაჩინეს. ჯანმრთელი და ძლიერი პატარა ეგორი 17 წლის დედის, ვიქტორია კუზნეცოვას აღმაშფოთებელი გულგრილობის გამო გარდაიცვალა. 

როგორც გაირკვა, გუშინდელი მოსწავლისთვის ბავშვი ტვირთი იყო. პოლიციელები დღემდე მკითხაობენ, რატომ გადაწყვიტა ვიქტორიამ ცოცხალი მშობლების, მეუღლის და ნათესავების პირობებში ასეთი საშინელი გზით ბავშვის მოშორება.მოკლული ბავშვის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა...



კუზნეცოვა ბავშვის მოშორებას ადრეც ცდილობდა. როცა პატარა მხოლოდ ერთი თვის იყო, მან ბავშვი უპატრონოთა სახლში დატოვა. მალე, ბავშვი ისევ დედას დაუბრუნეს. აღსანიშნავია, რომ მამა ბავშვზე უარის თქმას არ აპირებდა და ვიქტორიასთან კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მამაკაცი სახლში არ იყო: ის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. 



ქმრის არ ყოფნის პერიოდში კუზნეცოვმა საშინელი ნაბიჯი გადადგა. უსუსური პატარა სახლში ეტლში დატოვა, კარები ჩაკეტა და მეგობრებთან გასართობად წავიდა. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, რადგან ანერვიულდნენ რომ ვიკა შვილთან ერთად ერთი კვირაა თვალით არ ენახათ. 



კარების გატეხვის შემდგ, პოლიციელებმა საშინელი სურათი დაინახეს. წყლის და საკვების გარეშე დატოვებული ეგორი უკვე დიდი ხანია გარდაცვლილი იყო და ხრწნა ჰქონდა დაწყებული. რა თქმა უნდა, კუზნეცოვი მალევე დაიჭირეს, მან დანაშაული დაუყონებლივ აღიარა. 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა