მეცნიერებმა შემთხვევით ჯუნგლებში მიტოვებული მაიას დასახლება აღმოაჩინეს. არც მეტი არც ნაკლები 60 ათასი სახლი.

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით არქეოლოგები უფრო და უფრო მეტ აღმოჩენას აკეთებენ. მიმდინარე მეთოდები საშუალებას იძლევა შეისწავლონ დედამიწის სიღრმე, ოკეანის სიღრმე და მაღალი მთები, ხოლო ლაზერული გამოგონება კვლევის სფეროში ნამდვილ რევოლუციად მიიჩნევა. 



სულ ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა გვატემალას ჯუნგლის საფუძვლიანი სკანირება გააკეთეს, ლაზერული ტექნოლოგიის საშუალებით ტროპიკული ტყეების სქელი ფენა  ვირტუალურად მოაშორეს. შედეგმა მკვლევარები გააოცა - მათ წინ მაიას ცივილიზაციის უძველესი ნანგრევების სურათი გაიშალა. 



ამ აღმოჩენის შემდეგ ისტორიის წიგნის თავიდან დაწერა მოუწევთ. ადრე თვლიდნენ რომ მაიას მოსახლეობა 5 მლნ ადამიანს შეადგენდა, ახლანდელი გათვლებით კი 10-15 მლნ ადამიანია! გარდა ამისა, ცნობილი გახდა რომ უძველესი ხალხის წარმომადგენლები ჭაობიან დაბლობში ცხოვრობდნენ, რომელიც ადრე ცხოვრებისთვის უვარგისად ითვლებოდა. 



მეცნიერებამ 60 000-ზე მეტი სახლი, ასევე განვითარებული მორწყვის სისტემა, გზა, პროფესია და სასახლეები აღმოაჩინეს. "აღმოჩენამ ცხადყო, რომ ისტორიკოსების მაიას მოსახლეობას რიცხოვნობას და ამ ცივილიზაციის განვითარებას სათანადოდ ვერ აფასებდნენ" - ამბობს ტომას გარისონი, ერთ-ერთი მეცნიერი, რომელმაც აღმოჩენაში მონაწილეობა მიიღო. 



პროექტის ფარგლებში 1200 წლის წინ მაიას დასახლების 2 კმ² ტერიტორიის სკანირება მოხდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მაიას ცივილიზაცია განვითარების მიხედვით უძველესი საბერძნეთის და ჩინეთის დონეს შეიძლება შევადაროთ. 



"ადრე მივიჩნევდით, რომ ტროპიკული ცივილიზაციები შიმშილით სიკვდილისთვის იყვნენ განწირულნი. ახლა ცხადი გახდა, რომ მათ ჯუნგლებიდან გამოსვლის და განვითარების გზა იპოვეს" - თქვა გვატემალას ჯუნგლის ერთ-ერთმა მკვლევარმა, კანუტომ. 





ყოველწლიურად კაცობრიობა ახალ ისტორიულ აღმოჩენებს აკეთებს. შესაძლოა, მომავალში ჩვენ ჯერ კიდევ უცნობ ტომთან და ხალხთან გაცნობა მოგვიწიოს. 
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა