შუახნის ასაკშიც კი ახალგაზრდა გოგონასავით გამოვიყურები. ჩემი სილამაზის წყარო E ვიტამინია.

''ხელს უწყობს დაბადებას'' - ჩვენს ენაზე სწორედ ასე ითარგმნება ტოკოფეროლის, E ვიტამინის ლათინური სახელწოდება, რომელსაც თანამედროვე დროში ხშირად მოიხსენიებენ ახალგაზრდობისა და სილამაზის ნივთიერებად.



ორგანიზმში E ვიტამინის დეფიციტი უარყოფითად ისახება ჩვენს გარეგნობაზე: ჩნდება ნაოჭები და უსიამოვნო გამონაყარი, კანის უჯრედები იღუპება და იწყებს აქერცვლას, რაც თითოეული ქალბატონის თვითშეფასებას ანადგურებს.



ქალბატონები, რომლებსაც სმენიათ ტოკოფეროლის საოცარი თვისებების შესახებ, ეფექტურად იყენებენ ამ ვიტამინს სახის კანის მოსავლელად და ასაკობრივი ცვლილებების დასაბრკოლებლად.

სახის ნიღბები E ვიტამინით

მოცემული ნივთიერება შედის აბსოლიტურად ყველა კოსმეტიკური კრემის შემადგენლობაში, რომელიც ანელებს კანის დაბერების პროცესს. თქვენ მარტივად შეგიძლიათ კანის მოსავლელი ძალიან ეფექტური ნიღბების დამზადება სახლის პირობებში სწორედ E ვიტამინის გამოყენებით. გარდა იმისა, რომ ეს შინაური საშუალებები ეფექტურობით სპეციალურ კოსმეტიკურ პროდუქციას არ ჩამოუვარდება, ისინი გაცილებით მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული.



არსებობს არაერთი ნატურალური პროდუქტი, რომელშიც E ვიტამინის შემდცველობა საკმაოდ მაღალია, თუმცა გაცილებით უფრო ეფექტური კანის გასაახალგაზრდავებლად სწორედ ის ნიღბებია, რომლებიც ამ ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაციით გამოირჩევა.



თუ თქვენ 40 წელს უკვე გადააბიჯეთ და ამჩნევთ, თუ როგორ იზრდება და ღრმავდება ნაოჭები სახის კანზე, მიმართეთ დახმარებისთვის ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ეფექტურ საშუალებებს. პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებები მინიმალურ ვადაში უკვე თვალსაჩინო იქნება.

მაშ ასე, დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ E ვიტამინზე დაფუძნებულ რამდენიმე საოცრად ეფექტურ რეცეპტს. ამოარჩიეთ ამ საშუალებებიდან ერთ-ერთი, თქვენთვის სასურველი და შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვას დღეიდანვე. თითოეული ნიღბის ეფექტურობა ეჭვგარეშეა!

სტაფილო და ავოკადო

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. სტაფილოს პიურე;
  • 2 ს.კ. ავოკადოს პიურე;
  • 8 კაფსულა E ვიტამინი.

ინსტრუქცია:

კაფსულების სახით E ვიტამინის შეძენას შეძლებთ აბსოლიტურად ყველა აფთიაქში. ავოკადო და სტაფილო სწორედ ის ორი ნატურალური პროდუქტია, რომელიც ამ ნივთიერების მაღალი შემცველობით გამოირჩევა.

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ პატარა ზომის ჭურჭელში და კარგად ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი მზად არის!



მოცემული საშუალების გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ სახე თბილი წყლით, რათა კანის ფორები გაიხსნას და ადვილად შეიწოვოს სასარგებლო ნივთიერებები. წაისვით ნიღაბი სახის კანზე, კისერზე და დეკოლტის ზონაზე. დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით, ხოლო შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

ბანანი

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. ბანანის პიურე;
  • 5-8 კაფსულა E ვიტამინი.

გამოყენება:

შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში. მზა მასა წაისვით სახის კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.



კვერცხის გული

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის გული;
  • 3-5 კაფსულა E ვიტამინი.

გამოყენება:

შეურიეთ ერთმანეთში 1 კვერცხის გული და მოცემული რაოდენობით E ვიტამინი. მიღებული მასა წაისვით სახის კანზე, კისრისა და დეკოლტის ზონაზე. დაიტოვეთ ის სამოქმედოდ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.



მოცემული რეცეპტებიდან აარჩიეთ თქვენთვის სასურველი და შეუდექით საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას დღეიდანვე. პირველი 10 დღის განმავლობაში ისარგებლეთ სასურველი ნიღბით ყოველ საღამოს, ხოლო ათი დღის შემდეგ - დღეგამოშვებით.

გარდა ზემოთ წარმოდგენილი რეცეპტების გამოყენებისა, ახალგაზრდობისა და სილამაზის მრავალი წლით შესანარჩუნებლად რეკომენდებულია კვების რაციონის გამდიდრება E ვიტამინის შემცველი პროდუქტებით.

არ დაგავიწყდეთ ამ სასარგებლო ინფორმაციის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა