თუ ჭორფლი და პიგმენტური ლაქები პრობლემად გექცათ, მათ გაქრობაში ხალხური მეთოდები დაგეხმარებათ.

ზაფხულობით შინიდან გასვლისა მეშინოდა - მომხვდებოდა თუ არა მზის სხივები, კანი ჭორფლითა და პიგმენტური ლაქებით მევსებოდა. დედაჩემის მეგობარმა მასწავლა თავისი ნაცადი წამლები, რომლებიც მეც ძალიან მომიხდა:

  • 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ბაბუაწვერას ფესვი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ და რეგულარულად გაიწმინდეთ სახე ამ ნახარშით. კანი მალე გაგეწმინდებათ.

  • დაჭერით კიტრი თხლად და დაიწყეთ სახეზე. ჩამოიბანეთ 15-20 წუთის შემდეგ თბილი გამდინარე წყლით.

  • გახეხეთ კიტრი, გაწურეთ და მიღებული წვენით გაიწმინდეთ სახე.

  • შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის ნაჭრები და ლიმონის ახალგამოწურული წვენიც.

  • ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი. კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი 30 წუთით. შემდეგ დაიბანეთ.

  • გაატარეთ ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში, აიღეთ 2 სურფის კოვზი და 20-30 წუთით დაიდეთ პრობლემურ კანზე, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი.

  • სახიდან ჭორფლისა და ღვიძლისმიერი ლაქების მოშორება შეიძლება ბაბუაწვერას რძიანი წვენით. ან მისი ფოთლები გაატართ ხორცსაკეპ მანქანაში გამოწურულ წვენი წაისვით დღეში 3-4-ჯერ ჭორფლზე.

  • ჭორფლის მოშორება შეიძლება მჟავე რძით დაბანით, ეს არის ხალხური საშუალება.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა