დაიკელით წონაში უმარტივესი საშუალებების დახმარებით

ბავშვობიდან ვაგროვებდი ხალხურ რეცეპტებს და ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ ზოგიერთი მათგანი ეფექტურობით ქიმიურ პრეპარატებსაც კი აღემატება. აღარაფერს ვამბობ გვერდითი მოვლენების არარსებობაზე - ბუნებამ არ შეიძლება გვავნოს, თუკი მის ძღვენს გონივრულად გამოვიყენებთ. თუმცა ეს ვრცელი თემაა, ამიტომ ამჯერად მხოლოდ იმას გასწავლით, დაიხმაროთ სიმსუქნესთან ბრძოლაში ვაშლის ძმარი.

  • მთელი დაგროვილი ცხიმის დაწვა ვაშლის ძმარს, ცხადია, არ შეუძლია, მაგრამ ტკბილეულის მოთხოვნილებისა და საზოგადოდ მადის დაქვეითების უნარი ნამდვილად შესწევს. ამისთვის 1 ჩაის ჭიქა წყალში უნდა გახსნათ 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და ჭამის დროს დალიოთ. უფრო ნაკლებს შეჭამთ, რადგან მალე დანაყრდებით. სასურველია დღეში 3 ჩაის ჭიქა ასეთი ნაზავის მიღება - საუზმის, სადილისა და ვახშმის დროს. სიცხეში შეგიძლიათ 2-3 ყინულის კუბიკი ჩააგდოთ.
    ეფექტი უკეთესი იქნება, თუ ცხიმის დაგროვების ადგილებს: თეძოებს, დუნდულებსა და მუცელს - გაუზავებელი ვაშლის ძმრით დაიზელთ.

    წონის დაკლება ასეც შეიძლება

  • უნდა აიღოთ 15-15 გრამი კამის თესლი, გვირილისა და ცაცხვის ყვავილი, 25 გრამი პიტნის ფოთოლი, აურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში, შემდეგ აიღოთ 3 სადილის კოვზი ნარევი და დაასხათ 1 ლიტრი ადუღებული წყალი, ჩაისავით დააყენოთ, შემდეგ გადაწუროთ და სვათ თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
    ძალიან სასარგებლოა ყველასთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს.

  • თუ დიეტაზე ხართ და გშიათ, აიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ფეტვი, გარეცხეთ, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და კოვზით დაჭყლიტეთ. წყალი მიიღებს მოთეთრო-რძისფერ შეფერილობას. ასეთი "რძე" შესანიშნავად აცხრობს შიმშილს და 1 კვირის განმავლობაში 2-3 კილოგრამს დაგაკლებინებთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა