მაღალ, არტერიულ წნევას მცენარეული საშუალებებით ვებრძვი

ვარ დიდი ხნის ჰიპერტონიკი. წინათ ჯანმრთელობას არ ვუფრთხილდებოდი - ახალგაზრდა ვიყავი და სხვა საფიქრალი მქონდა, ახლა კი, რაც ასაკში შევედი, წნევის მცირედ მომატებასაც კი ვგრძნობ. იძულებული ვარ, თავს მოვუარო. ბუნებრივია, ვსვამ წამლებს, მაგრამ პარალელურად ბალახებითაც ვმკურნალობ და უნდა გითხრათ, რომ რაც მათი მიღება დავიწყე, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ - წნევა სულ ნორმაში მაქვს, წამლები, ფაქტობრივად, აღარც კი მჭირდება. აი ჩემი რეცეპტები:

  • ვიღებთ მარწყვის ფოთლებს და გველის სუროს, ვაქუცმაცებთ, 1 სუფრის კოვზს ვასხმათ 1 ჭიქა მდუღარეს, ვაყენებთ 45 წუთთ (სუროს - 2 საათით), ვწურავთ და ვსვამთ: მარწყვის ფოთლების ნაყენს - თითო ჭიქას დილა-საღამოს, გველის სუროსას კი 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ.
    თუ მცენარეების მიღებას დროზე დაიწყებთ, წნევა არ აგიწევთ, ხოლო თუ მაღალი წნევისას დალევთ, აუცილებლად დაგიწევთ და ძლიერი პრეპარატების მიღება აღარ დაგჭირდებათ.

  • თუთის ხის ქერქის ნახარში: 1 ს/კ დაქუცმაცებული ქერქი 0,5 ლ წყალზე ვადუღოთ 10 წთ ნელ ცეცხლზე, დავაყენოთ 10-12 სთ, გავწუროთ. ვსვათ მუდმივად წყლის მაგივრად.

  • 2 ჩ/კ წიწმატურას ბალახი დავაყენოთ 8 სთ. 400 მლ. გადადუღებულ ცივ წყალზე. მივიღოთ 2-2 ს/კ 3-4-ჯერ დღეში.

  • კარგად არეგულირებს წნევას ყურძნის წვენი. მომატებულ წნევას აქვეითებს, დაბალს კი - ამაღლებს. დღეში საჭიროა ვჭამოთ 1 კგ-მდე ყურძენი ან დავლიოთ თითო ჭიქა ყურძნის წვენი 3-ჯერ დღეში. მივიღოთ უზმოზე, ჭამამდე 1 სთ ადრე. მკურნალობის კურსი გრძელდება ერთ თვემდე.

  • ჰიპერტონული დაავადების დროს: აიღეთ ერთი ჭიქა სუფრის ჭარხლის, სტაფილოს, პირშუშხას (გახეხილი პირშუშხა წინასწარ დააყენეთ წყალზე 36 სთ-ის განმავლობაში) და 1 ლიმონის წვენი, აურიეთ 1 ჭიქა თაფლი და მიიღეთ თითო ს/კ 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1 სთ - ით ადრე ან ჭამიდან 2-3 სთ-ის შემდეგ. მკურნალობის კურსი 2 თვე.

  • ჰიპერტონული დაავადების სამკურნალოდ 1 ჭიქა დაქუცმაცებულ ნიორს ვასხამთ 0,5ლ არაყს, დავაყენებთ არანაკლებ 2 კვირისა ბნელ და თბილ ადგილას და ვიღებთ თითო ჩ/კ 3-ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა