უამრავი დაავადების მკურნალი - უნიკალური მცენარის რეცეპტი...

მინდა გესაუბროთ ერთი უნიკალური მცენარის არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების შესახებ. ეს მცენარე გახლავთ ქაცვი, რომელსაც ყოველ შემოდგომაზე ინტენსიურად გეახლებით და ზამთრისთვისაც ვიმარაგებ ხოლმე. ამ მცენარის მიღება მირჩია მეგობარმა, რომელსაც ჩემნაირი პრობლემები ჰქონდა, კერძოდ, აწუხებდა გული, წნევა, მაღალი ქოლესტერინი. ამასთან ერთად მე კუჭიც მაწუხებდა. უნდა გითხრათ, რომ ქაცვი ყველაფერზე მომიხდა.

მისი მომზადების წესი ასეთია:
ქაცვის ნაყოფი გადაარჩიეთ, გაასუფთავეთ, გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დააყარეთ თანაბარი რაოდენობის შაქარი ფენა-ფენა და შეინახეთ მაცივარში. ასეთი გზით შენახული ქაცვი ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. დაშაქრული ქაცვი ყოველდღიურად გახსენით წყალში (1 ჭიქა 1-2 სუფრის კოვზი) და სვით დილა-საღამოს. შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია რეგულარულობა. ქაცვი საერთო მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ, გამოგაცოცხლებთ.

ექიმის კომენტარი:
ქაცვი ჩვენში საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება მისი ნაყოფი, რომელიც მდიდარია პიგმენტებით, კაროტინით, ვიტამინებით (E, B1, B2, B6,P), ფლავონოიდებით, ეთერზეთებით, მიკროელემენტებით, ორგანული მჟავებით, ფიტონციდებით.
დადგენილია, რომ ქაცვის ზეთი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ამიტომ იგი ეფექტიანია კანის წყლულებისა და რქოვანას სამკურნალოდ.
გარდა ამისა, ქაცვის ზეთს აქვს კუჭის წვენის მაინჰიბირებელი ეფექტი. დადებით შედეგს იძლევა ღვიძლის დაავადებების დროსაც-აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში. ქაცვის ზეთი აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას, აქვეითებს სისხლში საერთო ქოლესტერინის, ლიპოპროტეიდებისა და საერთო ლიპიდების დონეს.
ქაცვის ზეთი გამოიყენება კანის დამწვრობის, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების სამკურნალოდ.
გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ქაცვით მკურნალობენ საშვილოსნოს ყელის ეროზიასა და სხვა ანთებით დაავადებებს.
ქაცვის ზეთით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის შედეგად აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება - ამასთან არ ხდება მჟავიანობის მნიშვნელოვანი ცვლილება.
ცდებით დადგინდა, რომ ათეროსკლეროზული ცვლილებების მქონე პაციენტებში ქაცვის ზეთის მიღების შემდეგ გაქრა სტენოკარდიული შეტევები, შემცირდა ვეგეტოსისხლძარღვოვანი მოშლილობები, მოწესრიგდა წნევა, აღინიშნა ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემების დადებითი დინამიკა.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა