ცოლ-ქმარმა 300 წლის გაურკვეველი სახლი თანამედროვე მამულად გადააქციეს

ბრიტანულ საგრაფო კორნოულში არის სახლი, რომელიც 300-ზე მეტი წლის წინ ააშენეს. მიუხედავად იმისა, რომ სახლის გარეგნული მხარე - პატარა ფანჯარა, გაურკვევი კედლები და დაბალი კარები შთაბეჭდილებას არ ახდენს, შიგნით შესვლის შემდეგ წარმოდგენა რადიკალურად შეგეცვლებათ. 



თუ საგრაფოს ქრონიკებს დავუჯერებთ ეს სახლი 1600 წლის ბოლოს ააშენეს. ახლახანს კი მისი მფლობელი ახალგაზრდა წყვილი გახდა. ახალ დაქორწინებულებმა ეს ძველი, ყრუ საცხოვრებელი მყუდრო ცოლ-ქმრულ ბუდედ გადააქციეს. 



ახალი ინტერიერის მოფიქრებისთანავე, ახალ მფლობელებს რამდენიმე პრობლემის გადაჭრა მოუწიათ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფანჯრები იყო. 300 წლის წინ ასე სპეციალურად გააკეთეს, რომ სითბო გარეთ არ გასულიყო. მაგრამ სწორედ ამიტომ სახლში ძალიან ცოტა სინათლე შემოდის და ოთახებში ნახევრად სიბნელე სუფევს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მათ ინტერიერისთვის ნათელი ფერები შეარჩიეს: კედლები თეთრად შეღებეს, ავეჯი და დეკორი კი პასტელურ ფერებში გადაწყვიტეს.

სახლის ცენტრალური აქცენტი: ძველი ბუხარი. ის საწყის მდგომარეობაში დატოვეს, მაგრამ სახანძრო უსაფრთხოების დეტალები დაუმატეს. ბუხარში ცეცხლ საწინააღმდეგო კარი ჩასვეს, ბუხრის შიგნით კი თანამედროვე ცეცხლგამძლე მასალით შეფუთეს. სახლში დიდი ხის სკივრიც დატოვეს, რომელიც მაგიდად გადააკეთეს. 



მისაღებმა ავთენტური სტილი შეინარჩუნა, ხოლო სამზარეულო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვეს. მაგრამ სახლის განწყობის შენარჩუნება მაინც მოახერხეს. სამზარეულოს და მისაღების გარდა ძველ სახლში არის საბავშვო ოთახი და საძინებელი მშობლებისთვის. 






რემონტის შემდეგ, სახლის მფლობელებმა მისი გაქირავება გადაწყვიტეს იმ ადამიანებზე, ვისაც წარსულში ჩაძირვა სურთ.