ავადმყოფობა ჩემთვის სრულიად უცხოა. 1 ჭიქა თბილ წყალში ვამატებ ნახევარ ჩაის კოვზ კურკუმას.

კუკრუმა - არომატული სანელებელი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ინდურ სამზარეულოში. გარდა კერძებისთვის საოცარი გემოსა და არომატის მინიჭებისა, კურკუმა გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, რის გამოც ის ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ინგრედიენტია ხალხური მედიცინის რეცეპტებში.



ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარეგულირება, სისხლის გათხევადება და მისი მიმიოქცევის გაუმჯობესება, ანთებითი პროცესების ჩახშობა - მცირე ჩამონათავლი იმ გასაოცარი თვისებებისა, რომლებიც კურკუმას ყველა სხვა ნატურალური პროდუქტისგან გამოარჩევს.

როგორ მივიღოთ კურკუმა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად?

როგორც უკვე გითხარით, ყველაზე დიდი პოპულარობით ეს სანელებელი ინდურ სამზარეულოში სარგებლობს. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ ქვეყანაში მსხვილი ნაწლავის, ფილტვების, პროსტატისა და სარძევე ჯირკვლების სიმსივნით გარდაცვალების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, რაშიც გარკვეული წილი სწორედ ამ პროდუქტს მიუძღვის.



რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ საყვარელი კერძების ამ სანელებლით შეზავება, თუმცა კურკუმისგან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად რეგულარულად მიიღეთ ნარევი, რომლის დამზადებასაც დღევანდელ სტატიაში გასწავლით.

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჩ.კ. კურკუმა;
  • 1 ჭიქა თბილი წყალი;
  • 1 ჩ.კ. კარაქი;
  • 1 მწიკვი დაფქული შავი წიწაკა.

ინსტრუქცია:

1 ჭიქა თბილ წყალში ჩაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა, 1 ჩაის კოვზი კარაქი, მცირეოდენი დაფქული შავი წიწაკა და კარგად გადაურიეთ. მიიღეთ ის დილით, უზმოზე.



თუ ყოველდღიურად ასე მოიქცევით, თქვენ:

  1. შეძლებთ ართრიტისა და ართროზის დროს ანთების ჩახშობას და ტკივილის მოხსნას;

  2. შეიმცირებთ შაქრის დონეს სისხლში და მინიმუმამდე შეამცირებთ მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს;

  3. შეიმცირებთ ქოლესტერინის დონეს და თავიდან აირიდებთ არტერიების დაბინძურებასა და დაცობას;

  4. შეაფერხებთ ორგანიზმში სიმისვნური უჯრედების ზრდა-გამრავლების პროცესს;



  5. შეძლებთ ნაღვლის დინების სტიმულირებას;

  6. დაირეგულირებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას;

  7. გაიწმენდთ ღვიძლს ტოქსინებისგან;

  8. შეძლებთ ტვინის აქტივობის გაუმჯობესებას;

  9. გაატუტოვანებთ ორგანიზმში არსებულ გარემოს, რაც საოცრად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ტუტე გარემოში მავნე მიკროორგანიზმებს არსებობა არ შეუძლიათ.

  10. გაიმაგრებთ სისხლძარღვების კედლებს;

  11. დაიჩქარებთ ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და შეძლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.

როგორც ხედავთ, კურკუმიანი წყლის გავლენა ჩვენს ორგანიზმზე ფასდაუდებელია. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!