მსხვილი ნაწლავი ტოქსინების და წიდების დაგროვების ბუდეა და ის მუდმივ გაწმენდას საჭიროებს.

რეგულარულად მსხვილი ნაწლავის გაწმენდას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. სამწუხაროდ, თანამედროვე დროში უამრავლი ადამიანი იტანჯება ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემებისგან, რაც გაცხიმოვნების, მუცლის შებერილობისა და ქრონიკული დაღლილობის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ ერთი გასაოცარი საშუალების შესახებ, რომელიც ეფექტურად წმენდს მსხვილ ნაწლავს დაგროვებული ტოქსინებისგან, წიდებისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისგან. მოცემული საშუალება ასევე ეფექტურია კუჭის მჟავიანობის დასარეგულირებლადაც.

რეცეპტში შემავალი თითოეული ინგრედიენტი მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით, რის ხარჯზეც მოცემული საშუალება აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობას.

ინგრედიენტები:

  • კომბოსტო;
  • ჭარხალი;
  • სტაფილო;
  • მწვანილები (ქინძი, ნიახური, ოხრახუში);
  • ლიმონის წვენი;
  • ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი:

გახეხეთ კომბოსტო, ჭარხალი და სტაფილო. ჩაამატეთ მასში მწვანილები საკუთარი გემოვნების მიხედვით და ჩაწურეთ 1 ლიმონის წვენი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ რამდენიმე კბილი ნივრის ჩამატებაც. ეს კიდევ უფრო სასარგებლოდ აქცევს თქვენ მიერ დამზადებულ სალათს. თამამად შეაზავეთ ის ზეითუნის ზეთით.

მიირთვით ის ყოველდღიურად და საოცარი ცვლილებები უკვე ხანმოკლე დროში თვალსაჩინო იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!