ამ სასმელს ლიმონის ბომბს უწოდებენ. ის ადნობს ცხიმებს მუცელზე, გვერდებზე და ბარძაყებზე.

ინტერნეტ სივრცეში და ტელევიზიაში დარეკლამებული წონის დასაკლები სპეციალური საშუალებებისა და პრეპარატების შემხედვარე გვეჩვენება, თითქოს წონის დაკლება საოცრად მარტივი პროცესია, თუმცა ეს სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება. ისეთ უსიამოვნო პრობლემას, როგორიც ჭარბი წონაა, ყოველთვის გონივრულად უნდა ვებრძოლოთ, რათა არ დავიზიანოთ ჯანმრთელობა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში შევინარჩუნოთ მიღებული შედეგი.

რა იგულისხმება გონივრულ მოქმედებაში? გარდა ფიზიკური აქტივობისა და კვების რაციონში გარკვეული ცვლილებების შეტანისა, არსებობს ერთი საოცრად იოლი და ეფექტური გზა წონის კლების პროცესის დასაჩქარებლად. საშუალება, რომლის შესახებაც დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, უკვე უამრავმა ადამიანმა გამოცადა საკუთარ თავზე და თითოეული მათგანი შედეგით ძალიან კმაყოფილია.



მოცემული საშუალების დასამზადებლად თქვენ მხოლოდ და მხოლოდ 4 იაფი, ყველასათვის ხელმისაწვდომი ნატურალური პროდუქტი დაგჭირდებათ. მიჰყევით ინსტრუქციას, სვით ე.წ. ''ლიმონის ბომბი'' და დატკბით იმ ცვლილებებით, რომელთაც ხანმოკლე დროში მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • 2 ლიმონი;
  • 5 კბილი ნიორი;
  • ჯანჯაფილის ფესვი (2 სმ);
  • 1 ლიტრი მინერალური წყალი.



მომზადება

  1. გაჭერით ორივე ლიმონი შუაზე და მაქსიმალურად გამოწურეთ წვენი მათგან.

  2. გაასუფთავეთ ჯანჯაფილი და ნიორი კანისგან.

  3. ღრმა ჭურჭელში ჩაასხით 1 ლიტრი არაგაზირებული მინერალური წყალი, ჩაყარეთ მასში ის ორი ლიმონი, რომელთაგანაც წვენი გამოწურეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. როდესაც ნარევი წამოდუღდება, ჩაამატეთ მასში ნიორი, ჯანჯაფილი და გადმოგით ქვაბი გაზიდან. დააფარეთ მას თავსახური და დატოვეთ ამ მდგომარეობაში 20 წუთით.

  4. როდესაც ნარევი გაგრილდება, გაფილტრეთ ის. მიღებული სითხე მოათავსეთ მინის ბოთლში ან სასურველ ჭურჭელში, რომელსაც კარგად ეხურება თავსაფარი და შეინახეთ მაცივარში.



მიიღეთ ეს სასმელი ყოველ დილას, უზმოზე 200 მილილიტრის ოდენობით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მასში მცირეოდენი თაფლის ჩამატებაც, რათა შესძინოთ უკეთესი გემო ამ სასმელს. კურსის ხანგრძლივობა - 2 კვირა. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ გააკეთეთ 10 დღიანი შესვენება და შემდეგ კვლავ გაიმეორეთ ის. თუ თქვენ მაღალი წნევა ხშიღად გაწუხებთ, რეკომენდებულია თავის შეკავება მოცემული საშუალებისგან.